ა) სინჯის შედგენილობის დაცვა განსასაზღვრი მაჩვენებლების დაკარგვისაგან ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურებისაგან;
ბ) ექსტრემალური ტემპერატურებისა და რღვევისადმი მდგრადობა; მჭიდროდ და ადვილად თავის დახურვის შესაძლებლობა; აუცილებელი ზომები, ფორმა, მასა; განმეორებით გამოყენების ვარგისიანობა;
გ) შუქშეღწევადობა;
დ) ჭურჭლისა და საცობის დასამზადებლად გამოყენებული მასალის ქიმიური, (ბიოლოგიური) ინერტულობა (მაგალითად, ბორსილიკატის ან ნატრიუმ-კირიან მინას შეუძლია სინჯში გაზარდოს ნატრიუმის ან სილიციუმის შემცველობა);
ე) ჭურჭლის კედლის გაწმენდისა და დამუშავების, მძიმე მეტალებითა და რადიონუკლიდებით ზედაპირული დაბინძურების მოცილების შესაძლებლობა.
2. დასაშვებია სინჯის ასაღებად ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება.
3. მყარი და ნახევრადთხიერი სინჯების ასაღებად გამოიყენება ტოლჩა ან ფართოყელიანი ბოთლები.
4. პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იქნეს მჭიდრო საცობით.
ა) დაუშვებელია სინჯის აღება ვედროსმაგვარ ღია ჭურჭლში.
5. ვიწრო და ფართოყელიანი, მოსახრახნსახურავიანი ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იქნეს ინერტული პლასტმასის (მაგ., პოლიტეტრაფტორეთილენის) ან მინის საცობებით.
ა) დაუშვებელია რეზინის საფენების ან საცხის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭელი გამიზნულია ორგანულ ან მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე სინჯის ასაღებად.
6. შუქმგრძნობიარე ინგრედიენტების (ზღვის წყალმცენარეების ჩათვლით) შემცველი სინჯების შესანახად გამოყენებული უნდა იქნეს შუქგაუმტარი ან არააქტინირებული მინისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც სინჯის შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა მოთავსდეს შუქგაუმტარ ტარაში.
7. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის გამიზნული ჭურჭელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უძლებდეს სტერილიზაციის დროს მაღალ – 1750C ტემპერატურას 1 სთ. (მათ შორის საცობები და დამცავი ხუფები);
ბ) ჭურჭლიდან სინჯში არ უნდა ხდებოდეს ისეთი ქიმიური შენაერთების გამოყოფა, რომლებიც გავლენას მოახდენენ მის შიგთავსზე;
გ) უფრო დაბალ ტემპერატურაზე სტერილიზაციისას (მაგალითად, სტერილიზაცია ორთქლით), შესაძლებელია პოლიკარბონატისაგან ან თერმომდგრადი პოლიპროპილენისაგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენება;
დ) საცობისა და სახურავის სტერილიზაცია უნდა წარმოებდეს ისევე, როგორც ჭურჭლის;
ე) მიკრობიოლოგიური სინჯის ასაღებად გამოყენებული ნებისმიერი ჭურჭელი თავისუფალი უნდა იყოს მჟავე, ტუტე და ტოქსიკური შენაერთებისაგან;
ვ) მინის ჭურჭელი უნდა გასუფთავდეს ჩვეულებრივი მეთოდით (წყალი, სარეცხი საშუალებები, შემდგომ ქრომპიკი), გამოევლოს 10% აზოტმჟავა და გამოხდილი წყალი, მძიმე მეტალებისა და ქრომატების კვალის მოსაცილებლად;
ზ) ქლორიანი წყლის სინჯების ასაღებად, სტერილიზაციის წინ, ჭურჭელში შეტანილი უნდა იქნეს ნატრიუმის თიოსულფატი. ასეთი დამუშავებით შესაძლებელია ქლორის ბაქტერიებზე მოქმედების თავიდან აცილება;
თ) იცავდეს სინჯს გარეგანი დაბინძურებისაგან;
ი) ჭურჭლის მასალა არ უნდა მოქმედებდეს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებაზე;
კ) გააჩდეს მჭიდრო თავსახური (სილიკონის ან სხვა მასალის) და დამცავი (ალუმინის ფოლგის ან სქელი ქაღალდის) ხუფ