1. მდინარეების, ტბებისა და წყალსატევების ზედაპირულ ფენაში (0,2-0,5მ) ნიმუშის აღება ხდება: მინის ან დიდი მოცულობის მომინანქრებული, მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილი სუფთა ჭურჭლით. თავდახურულ ჭურჭელს ჩაყურსავენ წყალში, ჭურჭლის ყელს შეაბრუნებენ დინების საწინააღმდეგოდ, გახსნიან, აავსებენ წყლით, ახურავენ საცობს ისე, რომ სინჯის ზედაპირსა და საცობს შორის 1-2 სმ-ზე დარჩეს ჰაერის ფენა. თუ სინჯი აღებულია სათლით, სინჯარებში წყლის ჩასხმა ხდება ძაბრის მეშვეობით.

2. წყლის ღრმა ფენიდან სინჯების აღებისათვის გამოიყენება ბატომეტრი ან თოკზე გამობმული ჭურჭელი. სინჯის აღების შემთხვევაში ჭურჭელს ახურავენ საცობს, უშვებენ წყალში განსაზღვრულ სიღრმეზე და საცობს ხსნიან დამატებითი ზონარის საშუალებით. მცირე სიღრმიდან წყლის სინჯს (განსაკუთრებით ზამთარში) იღებენ ჭოკით, რომელზეც მიმაგრებულია სინჯის ასაღები ჭურჭელი, აღების დროს მას მთლიანად ავსებენ წყლით და ისე ხურავენ, რომ საცობის ქვეშ დარჩეს ჰაერის მცირე ფენა.

3. წყლის ხარისხის სრული შეფასებისათვის საანალიზოდ აგრეთვე იღებენ 1-2 კგ ფსკერის ლექს. ლექის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს წყლის სინჯების რაოდენობას და დამოკიდებულია წყალსატევის სიგანესა და სიღრმეზე. საანალიზოდ აღებული ლექის სინჯი თავსდება ჰერმეტულად დახურულ ფართოყელიან მინის ქილებში.

4. პესტიციდებზე ლაბორატორიული გამოცდისათვის წყლის სინჯებს იღებენ სუფთა მინის ჭურჭელში, რომელსაც ავსებამდე რამდენჯერმე გამოავლებენ გამოსაკვლევ წყალს. გამოიყენებენ მინის მილესილსაცობიან ან კორპის სახურავიან ჭურჭელს. დაუშვებელია ხის, რეზინის და პოლიეთილენის საცობების გამოყენება.

5. საშუალო სინჯის მოცულობა შეადგენს 2 ლიტრს. პესტიციდების საერთო შემცველობის განსაზღვრისათვის გამოიყენებენ გაუფილტრავი სინჯის მთელ მოცულობას და შემდეგ გამოავლებენ ექსტრაქციისათვის გამიზნულ ორგანულ გამხსნელს.

6. პესტიციდების და ნიტრატების ნაშთის განსაზღვრა, როგორც წესი, ხდება ახლად აღებულ სინჯში. თუ დღის მანძილზე ანალიზის ჩატარება ვერ ხერხდება აუცილებელია სინჯის კონსერვირება. კონსერვანტად გამოყენებული უნდა იქნეს ის ორგანული გამხსნელები, რომლებიც გამოიყენება ანალიზის პროცესში. რეკომენდებულია პესტიციდების ექსტრაქცია მოხდეს სინჯის აღების ადგილზე და შემდგომ პატარა მინის კოლბებში მოთავსებული ექსტრაქტები გადაეგზავნოს ლაბორატორიას გამოცდის ჩასატარებლად.

7. ექსტრაქტები ინახება მაცივარში +2–40C-ზე.

თავი IV

ატმოსფერული ჰაერის ნიმუშის აღე