1. მინდორში ნიმუშების აღება ხდება მოსავლის მასიურ აღებამდე 5-10 დღით ადრე, დახურულ გრუნტში 2-3 დღით ადრე.

2. მაქსიმალური ფართობი ნიმუშის აღებისას არის:

ა) კარტოფილისათვის – 10 ჰა;

ბ) ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი – 2 ჰა;

გ) პომიდორი, კომბოსტო, კიტრი, ბაღჩეული კულტურები – 5 ჰა;

დ) ხახვი – 7 ჰა;

ე) სხვა ბოსტნეული – 5 ჰა.

3. თუ გამოსაკვლევი ფართობი აღნიშნულზე მეტია, იგი იყოფა აქ მოცემული პარამეტრების მიხედვით და ნიმუშების აღება ხდება ცალ-ცალკე.

4. კარტოფილის ნიმუშების აღება ხდება ფართობის დიაგონალის 15 წერტილში, არანაკლები 15 ტუბერი. საერთო ნიმუშის მასა უნდა იყოს არანაკლებ 3 კგ.

5. ბოსტნეული ძირხვენების ამოღება ხდება ფესვიანად, სცილდება ზედა ფოთლები, წვრილი ძირხვენების ნიმუშების მთლიანი რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 კგ, მსხვილი ძირხვენების – არანაკლებ 3 კგ. ადრეული ბოსტნეულის თავისი ფოთლებით არანაკლებ 0,25-0,5 კგ.

6. კომბოსტოს აღება ხდება დიაგონალურად, არანაკლებ 10 ტიპური თავი. საერთო მასა წონით არანაკლები 4კგ, მწვანილეულის მთლიანი ნიმუში არანაკლებ 0,5 კგ, 10 მცენარიდან.

7. ხახვისა და ნივრის ნიმუშის აღება ხდება სრულ სიმწიფეში, ხახვი – 1 კგ, ნიორი – 0,5 კგ, მწვანე მასის გამოკვალვის შემთხვევაში – მთლიანი მცენარე 0,5 კგ.

8. პამიდვრის (მხოლოდ წითელი), კიტრის, ბაღჩეულის კულტურების ნიმუშის აღება ხდება დიაგონალზე ყოველი ათი მცენარიდან ან ათი მსხვილი ნაყოფიდან არანაკლებ 3-5 კგ.

9. დახურულ გრუნტში კონვერტის წესით ნიმუშების აღება ხდება ხუთი წერტილიდან (ოთხი წერტილი სექციის კუთხეებში და ერთი – სექციის ცენტრში).

10. ბოსტნეული კონებში, ყუთებში და სხვა ღია ტარაში ნიმუშის აღება ხდება ცალობრივად, თითოეული კონიდან, ყუთიდან – სხვადასხვა ფენაში თითო ცალი. პირველი შეფუთვიდან – ზედაფენიდან, მეორე – შუა ფენიდან, მესამე – ქვედა ფენიდან.

11. ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშების აღება შეიძლება როგორც ნაკვეთებზე მოსავლის აღებამდე, ისე გადამუშავების და რეალიზაციის ობიექტებში.

12. ნიმუშების აღების წესი არ არის დამოკიდებული პროდუქციის მოცულობაზე, შეფუთვაზე.

თავი III

სინჯის აღება წყლიდ