1. პუნქტის სწორად შერჩევისათვის უნდა მოხდეს წყლის ობიექტების დეტალური გამოკვლევა, მდინარის შენაკადებიდან და მისი აუზის დაბინძურების იმ წყაროებიდან, რომლებიც სინჯის აღების წერტილის ზემოთ მდებარეობს. უნდა შეგროვდეს და დაზუსტდეს ინფორმაცია დაბინძურებელი წყლის ჩაღვრის პირობების, ჩადინების ადგილმდებარეობის, გამოყენებული ნივთიერებების რაოდენობისა და შემადგენლობის, მინდვრების დამუშავების ვადების შესახებ. ჰიდროქიმიურ გამოკვლევებს წინ უნდა უსწრებდეს ჰიდროლოგიური მაჩვენებლების (წყლის დინების სიჩქარის, დინებების საბოლოო ურთიერთშერევის წერტილების და სხვა) განსაზღვრა.
2. სინჯის აღების ადგილის შერჩევა ხდება გამოკვლევების საფუძველზე, ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს აღებული სინჯის შემადგენლობაზე. ცალკეული წყლის ნაკადებისა და წყალსატევის პესტიციდებით დაბინძურების დახასიათებისათვის გამოკვლეულ უნდა იქნეს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ხასიათდება წყლის ნაკადურობის სპეციფიკური პირობებით.
3. სინჯი აღებულ უნდა იქნეს დაბინძურების წყაროს ზევით (ფონი) და ქვევით (სასურველია ნაკადების სრული შერევის წერტილის ქვემოთ), შევსების დროს.
4. წყლის სინჯის აღების ვადებს ადგენენ ჩამდინარე წყლების ჩადინების რეჟიმისა და გამოსაკვლევი ობიექტის ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე. სარწყავი ტერიტორიის კოლექტორიდან 1 წლის განმავლობაში წყლის ჩადინების გაგრძელების შემთხვევაში, მონიშნულ ადგილებში წყლის სინჯი აღებულ უნდა იქნეს ყოველთვიურად (მორწყვის პერიოდის გამოკლებით). მორწყვის პერიოდში და სასოფლო-სამეურნეო მინდვრების პესტიციდებით დამუშავების დროს, წყლის სინჯის აღება ხორციელდება არანაკლებ 10 დღეში ერთხელ.
5. სინჯის რაოდენობა განისაზღვრება გამოკვლევის მიზნის შესაბამისად. დეტალური გამოკვლევისათვის ნიმუშის აღება ხდება მონიშნული და სარეზერვო წყალაღების წერტილებიდან. მდინარის კალაპოტი იყოფა სექტორებად, შემდეგ ჰიდროლოგიური პირობების გათვალისწინებით. წყალსატევებიდან და ტბებიდან ხდება რამდენიმე სინჯის აღება (არანაკლებ ორი ჰორიზონტიდან, ზედაპირიდან 0,2-0,5მ-ზე და ფსკერიდან 0,5მ-ზე).
6. შუალედურ სინჯებს იღებენ სიღრმის, ტემპერატურული სტრატიფიკაციის და სიღრმეში დაბინძურების შესაძლო არათანაბრად განაწილების გათვალისწინებით.
7. გამოკვლევების შედეგების მიხედვით მუდმივი დაკვირვებისათვის ირჩევენ წყლის სინჯების აღების მუდმივ პუნქტებს.
8. დადგენილ პუნქტებში სინჯების აღება წარმოებს წელიწადში ოთხჯერ, ჰიდროლოგიური ფაზების შესაბამისად, პირველი – გაზაფხულზე წყალუხვობის დაკლებისას, მეორე – ზაფხულის წყალმაჩხრობის დროს, მესამე – შემოდგომის წყალმაჩხრობის დროს, მეოთხე – ზამთარში ყინულის საფარის დნობის წინ. დამატებით სინჯებს იღებენ კოკისპირული წვიმების, სარწყავი მინდვრების პესტიციდებით დამუშავების, მინდვრებში საკანალიზაციო და სადრენაჟო წყლების ჩადინებისთანავე.
9. წყალსატევებში წყლის ხარისხზე პესტიციდებით ქიმიური დამუშავების გავლენის დასადგენად წყლის სინჯებს იღებენ:
ა) მრავალჯერადი დამუშავებისას: დამუშავებამდე, დამუშავების შემდეგ 3 საათისა და 3, 10 და 20 დღის შემდეგ (გათვალისწინებული უნდა იქნეს დამუშავებისათვის გამოყენებული პესტიციდების/აგროქიმიკატების მდგრადობა). გამოსაკვლევ წყალსატევებში წყლის ხანგრძლივი და ძლიერი ღელვის შემდეგ იღებენ დამატებით სინჯებს;
ბ) ერთი და იმავე პესტიციდების/აგროქიმიკატების მრავალჯერადი გამოყენებისას სინჯების აღება ხდება დამუშავებამდე, პირველი და საბოლოო დამუშავებიდან მეორე დღეს, დამუშავების დამთავრებიდან ერთი და ორი თვის შემდე