1. ატმოსფერული ჰაერის პესტიციდებით დიფუზიური დაბინძურების განსაზღვრის მიზნით დაკვირვებებს ატარებენ უშუალოდ დასახლებული პუნქტის ცენტრში და პერიფერიების 1-2 წერტილში. ნიმუშების აღება ხდება საყოველთაო ქიმიური დამუშავების პერიოდში. დღე-ღამის განმავლობაში სინჯების აღება ხდება 6 სთ-იანი ინტერვალით (800, 1400, 2000 და ღამის 200სთ-ზე).

2. დასახლებული პუნქტების ატმოსფერულ ჰაერში პესტიციდების საშუალო დასაშვები სადღეღამისო კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება აღების წერტილებში, რომელთაგან თითოეული შედგება სინჯების 4 სერიიდან, მათი აღება ხდება წყვეტილი მეთოდით დღე-ღამის განმავლობაში.

3. დაკვირვების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასახლებულ პუნქტებში ჩატარებული ქიმიური ღონისძიებების მოცულობაზე, ჯერადობაზე, ვადებზე და გამოყენების ხერხებზე.

4. დასახლებული პუნქტის ცენტრში და მის საზღვრებზე სინჯების აღება ხდება არანაკლებ 5 წერტილში. დაკვირვების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქიმიური დამუშავების მასშტაბებსა და ვადებზ