1. გრუნტის, ფენათაშორისი, უწნეო მიწისქვეშა წყაროების (ჭები, ჭაბურღილები, წყაროები, კაპტაჟები) შემთხვევაში ხდება არანაკლებ 9 სინჯის ლაბორატორიული გამოცდა, სამ-სამი სინჯი – გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის პერიოდებში. რამდენიმე ჭაბურღილის არსებობის შემთხვევაში სინჯების აღება ხდება თითოეული ჭაბურღილიდან.

2. პირველ რიგში, წყლის აღება უნდა მოხდეს იმ დასახლებული პუნქტების ჭებიდან, რომლებიც განთავსებულია მდინარეებისა და ტბების მიმდებარე ჭალებში.

3. ლაბორატორიული გამოცდების შედეგების მიხედვით სინჯის აღება უნდა ხდებოდეს ყოველთვიურად, აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით.

4. კარსტულ ადგილებში, წყაროებიდან და კაპტაჟებიდან სინჯების აღება ხდება ძლიერი წვიმის შემდეგ, კარსტულ კლდის ქანებში წყლის ჩაჟონვის შემდეგ.

5. წნევიანი არტეზიული ჭაბურღილებიდან ანალიზისათვის ხდება არანაკლებ 2 სინჯის აღება, 24-საათიანი ინტერვალით. ქიმიური მაჩვენებლების ცვალებადობისას სინჯების აღება ხდება ყოველთვიურად, აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით.

6. წყალმომარაგების მიწისქვეშა წყაროებიდან ხდება არანაკლებ 3 სინჯის აღება 24-საათიანი ინტერვალით, წყლის იმ ჰორიზონტიდან, საიდანაც მოხდება მომავალი წყალაღებ