1. დასახლებული პუნქტის ატმოსფერული ჰაერის შესწავლისას შერჩეული უნდა იქნეს კვლევის ისეთი ადგილები და წერტილები, რომლებიც ზუსტად დაახასიათებს დაბინძურების დონეს და განსაზღვრავს მოსახლეობისათვის დაბინძურებით გამოწვეულ საფრთხეს.
2. წინასწარ შესწავლილი უნდა იქნეს ინფორმაცია შესაბამის ტერიტორიაზე ჩატარებულ ქიმიურ დამუშავებათა კალენდრული გეგმის, გამოყენებული პესტიციდების ასორტიმენტის, დამუშავების საერთო ფართობების, წამლობათა რიცხვის, პრეპარატის ხარჯვის ნორმის და გამოყენების მეთოდების შესახებ. იმ რეგიონებში, სადაც დიდია პესტიციდებით დამუშავების ჯერადობა, აუცილებელია მუდმივი კონტროლი სამუშაო ზონის ჰაერზე.
3. დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის პესტიციდებით დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს ავია და მიწისზედა ქიმიური წამლობების დროს მოხმარებული ქიმიკატების ორთქლისა და აეროზოლის ფრაქციების შერევა ჰაერში.
4. ატმოსფეროს დაბინძურების წყაროს აგრეთვე წარმოადგენს პესტიციდების საწყობები, ღია თესლშესაწამლი და გასამართი მოედნები, პესტიციდების ტარის დეგაზაციისა და შენახვის ადგილები, აეროდრომები, პესტიციდების მწარმოებელი საწარმოები.
5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებული ზონების განსაზღვრისათვის, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ისაზღვრება საკონტროლო ზონის მოცულობა, ასაღები ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშების აღების წერტილები, რაოდენობა, კონტროლის ვადები და ა.შ.
6. მიღებული შედეგების დასადასტურებლად თითოეულ წერტილში ხდება 4 პარალელური სინჯის აღება.
7. ატმოსფერულ ჰაერში დაბინძურების ტალღის რადიალური გავრცელების განსაზღვრისათვის ჰაერის სინჯის აღება ხდება ქარის მიმართულებით, დამუშავებული ნაკვეთის კიდიდან 2კმ-ის მანძილზე, 300-500 მეტრის ინტერვალებით. ცალკეულ შემთხვევაში (პესტიციდების გამოყენების მეთოდის შეფასება) გამოსაკვლევი ზონა იზრდება 10 კმ-მდე, 2 კმ-იანი ინტერვალებით. სინჯების აღება ხდება ქიმიური დამუშავების დროს. შემწოვი ღერძი მონტაჟდება ჰორიზონტალურად.
8. ატმოსფერულ ჰაერში პესტიციდების დამაბინძურებელი ტალღის სექტორული გავრცელების განსაზღვრისათვის ქიმიური დამუშავების ადგილიდან 300-500 მ-ში ჰორიზონტალურად, ქარის მიმართულებით, 50-100 მეტრის ინტერვალით დგინდება 3-4 წერტილი ჰაერის სინჯის ასაღებად. ამ შემთხვევაში გამორიცხულია უნდა იყოს დაბინძურების ტალღის გადახრა, მიმართულების შეცვლა ქარის მიმართულების ცვლილების მიხედვით.
9. ატმოსფერულ ჰაერში პესტიციდების მოხვედრის დროის განსაზღვრისათვის სინჯის აღება ხდება უშუალოდ დამუშავებულ ფართობებზე წყვეტილი მეთოდით. დღე-ღამის განმავლობაში 800, 1400, 2000 სთ-ზე. ხდება 4 პარალელური სინჯის აღება. დაკვირვებები გრძელდება 1-3-დღიანი ინტერვალით, ჰაერში პესტიციდის ნულოვანი ან ნორმატიული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის მიღებამდ