1. სინჯის აღების წინ ხდება სინჯის შერჩევის მეთოდის, მშთანთქმელი არისა და სინჯის მოცულობის განსაზღვრა.

2. ატმოსფერულ ჰაერში პესტიციდების შემცველობის დონის დასადგენად გამოიყენება სინჯის აღების ასპირაციული მეთოდი. ასპირატორის, ეჟექტორის, ტუმბოს ტიპის ჰაერის გამაფრქვეველის საშუალებით ხდება ატმოსფერული ჰაერის სინჯის განსაზღვრული სიჩქარით გაწოვა რეომეტრში, როტამეტრში ან გაზურ საათში.

3. ჰაერის ნიმუშის აღებისათვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოების არქონის შემთხვევაში იყენებენ დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს: მტვერსასრუტს, მანქანის კარბურატორს, სხვადასხვა შემწოვ ტუმბოებს. ამ დროს ჰაერის გაწოვის სიჩქარის დასადგენად აუცილებელია რეომეტრის ან როტამეტრის გამოყენება.

4. მშთანმთქმელი არეების სწორად შერჩევისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საკვლევი მასალის აგრეგატული მდგომარეობა.

5. პესტიციდების აეროზოლების შთანთქმისათვის იყენებენ ფილტრებს.

6. პესტიციდების ორთქლის შთანთქმა ხდება მყარი სორბენტებით (სილიკაგელი, აქტივირებული ნახშირი და სხვ.).

7. ატმოსფერული ჰაერიდან პესტიციდების შთანთქმის მიზნით აქროლადი ორგანული გამხსნელების გამოყენება არ არის რეკომენდებულ