1. პესტიციდების და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის:
ა) ტყის ზონაში, რომლის ფართობია 1-3 ჰა, ასევე უსწორმასწორო რელიეფის, განსხვავებული ნიადაგთწარმომქმნელი ქანებიანი და არაერთგვაროვანი ნიადაგის საფარიანი ტერიტორიებიდან აიღება ერთი საწყისი ნიმუში;
ბ) ტყე-სტეპებისათვის და სტეპებისათვის, რომლებთაც გააჩნიათ დანაწევრებული რელიეფი და ერთგვაროვანი ნიადაგის საფარი, რომლის ფართობი 3-6 ჰექტარია, იღებენ 1 საწყის ნიმუშს;
გ) სარწყავი ფართობებიდან საწყის ნიმუშს იღებენ სარწყავ რუკებზე დაყრდნობით, 2-3 ჰა-დან საშუალოდ ერთი ნიმუში;
დ) მთიან ადგილებში, სადაც სავარგულების ფართობი მცირეა, ხოლო ნიადაგის ტიპები მრავალფეროვანი, საწყის ნიმუშს იღებენ 0,5-3 ჰა-დან;
ე) 50 ჰექტარამდე ფართობისათვის იღებენ არანაკლებ 3 ნიმუშს, ყოველ მომდევნო 50 ჰექტარისათვის – 3-3-ს;
ვ) დიდ ფართობებზე (5-10 ათასი ჰა) საწყის ნიმუშს იღებენ სასინჯი მოედნებიდან (100X200მ), არანაკლებ 100 მ-ში ნაკვეთის კიდიდან.
2. სახნავი ფართობებიდან ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის იღებენ ცალკეულ და შემდეგ ერთ შერეულ საშუალო ნიმუშს 3-5 ჰექტარიდან, ხოლო მრავალწლიანი ნარგავებიდან ერთ ნიმუშს – 1-3 ჰექტარიდან.
3. საწყისი ნიმუშების აღება ხდება სპეციალური ნიმუშის ამღები ბურღით ან ჩვეულებრივი ნიჩბით. აგროქიმიკატების განსაზღვრისათვის ნიმუშების აღება ხდება ნიადაგის ორ სიღრმეზე 0,20 და 20-40 სმ-ზე.
4. ზემოთ აღნიშნული ფართობებიდან ამოღებული ნიადაგის საწყისი ნიმუშები ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს შეფერილობით, სტრუქტურით, მექანიკური შემადგენლობი