1. ლაბორატორიაში ნიმუშებს წარადგენს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირი.

2. ლაბორატორიაში წარსადგენ ყველა ნიმუშს თან ახლავს ეტიკეტი, რომელზეც აღნიშნული უნდა იქნეს ნიმუშის სრული დასახელება, ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი, დრო, პარტიის ნომერი, რაოდენობა და წონა/მოცულობა, საკონტროლო ობიექტის რაოდენობა/მოცულობა, გარემოს ობიექტების მოცულობა. ეტიკეტი დამოწმებულ უნდა იქნეს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, აგრეთვე დამსწრე პირთა ხელმოწერით. დამატებით აღინიშნება კვლევის მიზანი და შესაძლო დაბინძურების ძირითადი მიზეზები.

3. ლაბორატორიაში ნიმუშის წარდგენისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი №6).

4. ნიმუშების გადაგზავნა ლაბორატორიაში ხდება დაუყოვნებლივ, შეფერხების შემთხვევაში ნიმუში თავსდება მაცივარში, ნიმუშის აღებიდან არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.

5. საშუალო ნიმუშები ინახება ლაბორატორიული გამოცდის ბოლომდე. მათში პესტიციდების ზდკ-ზე მაღალი მნიშვნელობების დაფიქსირებისას კი – გასატარებელი ღინისძიებების მიღებამდე. ამის შემდგომ საშუალო ნიმუშები ნადგურდებ