1. თხევადი, ნახევრადთხევადი პროდუქტების და წყლის ნიმუშები თავსდება სუფთა მინის ჭურჭელში (ბოთლები, ქილები) და ჰერმერტულად იხურება მინის მილესილი ან კორპის საცობებით.
2. ბოსტნეულის, ფხვიერი მასალის და ნიადაგის ნიმუშები თავსდება ქსოვილის ან მკვრივი ქაღალდის ტომსიკებში. ტომსიკებს თავი ეკვრება, შემდეგ კი თითოეული მათგანი ერთად თავსდება ქაღალდის ან პოლიეთილენის პაკეტებში.
3. გაზიანი ნიმუშები თავსდება ჰერმერტულ ტარაში.
4. წვრილად დაფასოებული ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება ქარხნული შეფუთვით.
5. თითოეულ ნიმუშს, მიუხედავად მისი შერჩევის ადგილისა, თან სდევს ეტიკეტი.
6. ნიმუშები უნდა იყოს დალუქული.
7. ნიმუშები (გარდა ნიადაგისა) ლაბორატორიას მიეწოდება დაუყოვნებლივ, აღებისთანავე.
8. ხანგრძლივი ტრანსპორტირებისას ნიმუშების (გარდა ნიადაგისა) ტემპერატურა +2 +4 0С-მდე უნდა იყოს შენარჩუნებული სპეციალური მაცივრებისა და მოწყობილობების გამოყენებით.
9. გამონაკლის შემთხვევებში ტრანსპორტირებამდე ნიმუშის (გარდა ნიადაგისა) შენახვა დასაშვებია მაცივარში +2 +4 0С-ზე 1-2 დღის განმავლობაში.
10. ავარიული სიტუაციებისას აღებული ნიმუშები ლაბორატორიას გადაეცემა დაუყოვნებლივ.
11. ავარიულ სიტუაციებში აღებული ნიმუში გულდასმით უნდა იყოს შეფუთული, რათა დაცულ იქნეს გარეშე ზემოქმედებისაგან. შეფუთვა ილუქება. ნიმუშს თან უნდა ახლდეს ნიმუშის აღების აქტ