1. პესტიციდების/აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის საწყისი ნიმუშების შედგენა ხდება დიაგონალებზე აღებული 25-30 სინჯისაგან. ამოღებისას ბურღი ნიადაგში უნდა ჩაიძიროს სახნავი ფენის სიღრმეზე. უნდა მოხდეს სახნავი ფენის ქვედა ნაწილის მოშორება. ბურღის ერთი ამოღება უნდა შეადგენდეს 15-20 გრამს. ყველა ამოღება იყრება ერთად, კარგად აირევა და კვარტირების მეთოდით იღებენ ნიმუშს – 400-500 გრამს. ნიჩბით აღებისას ერთი წერტილიდან აღებული მასალა იყრება მუშამბაზე, აირევა და შემდეგ აქედან იღებენ მკაცრად განსაზღვრული მოცულობის ამონაღებს (1 ჭიქა).

2. პესტიციდების/აგროქიმიკატების ნაშთების განსაზღვრისათვის აიღება ნიადაგის ცალკე ნიმუში, ნაკვეთის ორივე დიაგონალზე, 15-15 წერტილზე. აღებული ნიმუში მოთავსდება მუშამბაზე, აირევა კარგად, მოსწორდება, დაიყოფა 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან იღებენ 100-125 გრ-ს, რომელთა შემდგომი შეერთებით მიიღება საშუალო ნიმუში, წონით 400-500 გრამი.

3. პესტიციდების\აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისას დაშვებულია საწყისი ნიმუშების შერევა სხვადასხვა საცდელი მოედნებიდან და კვარტი-რების მეთოდით საშუალო ნიმუშის აღება მასით 1 კგ-მდე. ნიადაგები, საიდანაც ხდება ნიმუშის ამოღება (200X100მ), რომლისგანაც შედგება საწყისი ნიმუში, ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს შეფერვით, სტრუქტურით, მექანიკური შემადგენლობით.

4. პესტიციდების\აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის მრავალწლიანი ნარგავების ნიადაგიდან ნიმუშის აღებისას ყოველი ამონა-ღები დაშორებული უნდა იყოს ხის ძირიდან 1 მ-ით, ვენახებიდან და სათოხნი კულტურებიდან. სინჯების აღება ხდება ისე, რომ მათში თანაბრად მოხვდეს როგორც რიგების, ისე რიგთაშორისების ნიადაგი.

5. პესტიციდების\აგროქიმიკატების ნარჩენი რაო-დენობის განსაზღვრისათვის სახნავი ფენის ქვედა ნაწილის ნიმუშის ასაღებად 5 წერტილში ითხრება ორმოები 50 სმ-ის სიღრმეზე. ნიჩბით იჭრება 1,5-2 კგ წონის ნიმუში. შერევის შემდეგ ამ ნიმუშიდან კვარტირების მეთოდით აიღება 400-500 გრამი ნიმუში.

6. სინჯების ლაბორატორიული გამოცდა ტარდება ბუნებრივ ტენიან მდგომარეობაში. თუ შეუძ-ლებელია ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება ერთი დღის განმავლობაში, ქლორორგანული პესტიციდების განსაზღვრისათვის სინჯებს გამოაშრობენ ბნელ სათავსოში, ხოლო ფოსფორორგანული პესტიციდების განსაზღვრისთვისას სინჯებს ინახავენ მაცივარში გამოშრობის გარეშე. შედეგების მშრალ ნიმუშზე გადაანგარიშებისათვის პარალელურად ხდება ნიადაგის ჰიგროსკოპული წყლის განსაზღვრ