1. ლაბორატორიული გამოცდისათვის სურსათის/ცხოველის საკვების და გარემო ობიექტების ნიმუშების აღების უფლება აქვთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.

2. ავარიული შემთხვევის დროს ნიმუშების აღებისათვის ავარიული მდგომარეობის შესაბამისად იქმნება სპეციალური კომისია.

3. ნიმუშის აღებისას დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ნიმუშის აღების უფლებამოსილი პირი და ნიმუშის აღების დამსწრე ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი. (ობიექტის ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი) (იხ. დანართი №5