1. ნიადაგის ნიმუშების აღება ხდება ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში განსაკუთრებით დატვირთული იყო პესტიციდებით და აგროქიმიკატებით.
2. ნიმუშის აღება გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. ნიადაგიდან მცენარეში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიგრაციის დინამიკის დასადგენად, სინჯის აღება ხდება არანაკლებ 6-ჯერ, რომლის დროსაც იღებენ ფონურ სინჯებს (წამლობის და სასუქების შეტანის წინ), შემდეგ 4-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და საბოლოოდ ერთხელ – მოსავლის აღების პერიოდში.
3. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაბინძურების ხარისხის განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული გამოცდისათვის იღებენ საწყის ან საშუალო ნიმუშებს.
4. საწყისი ნიმუშების რაოდენობა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, რელიეფზე, კულტურებზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ინტენსივობაზე და კატეგორიაზ