1. ჰაერის სინჯის მოცულობის განსაზღვრისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

V0 =

a . K

_________

C0

V0 – ჰაერის სინჯის მოცულობა 20 C0-ზე და 760 მმ/ვწს მ3 ატმოსფერულ წნევაზე;

a – რაოდენობრივი განსაზღვრის ძიების ქვედა ზღვარი (მგ) მეთოდის მიხედვით;

Co – ატმოსფერულ ჰაერში საანალიზო პესტიციდის სადღეღამისო ზდკ (ზღვრულად დასშვები კონცენტრაცია) (მგ/მ3);

K – კოეფიციენტი.

2. K – კოეფიციენტი შეიძლება იყოს ერთზე მეტი ან ერთზე ნაკლები. სავარგულების დამუშავების შემდეგ კოეფიციენტი, როგორც წესი, 2-ის ტოლია.

3. ლაბორატორიული გამოცდისათვის ჰაერის მოცულობის გაზრდა დამოკიდებულია ტემპერატურულ და ატმოსფერულ რეჟიმებზე.

4. ჰაერის მოცულობის გაანგარიშებისას აუცილებელია ჰაერის ტემპერატურისა და წნევის გაზომვა, ჰაერის ნიმუშის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს 200C და 760 მმ/ვწს.

5. ზემოთ აღნიშნულ პარამეტრებამდე ჰაერის ნიმუშის მისაყვანად გამოიყენება ფორმულა:

V0=VtK

Vt – ლაბორატორიული გამოცდისათვის საჭირო ჰაერის მოცულობა, არსებული ტემპერატურული და ატმოსფერული რეჟიმის დროს;

K – კოეფიციენტ