1.წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2. მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს ნორმატიულ-მეთოდურ საფუძველს დასახლებული ადგილების ნიადაგების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, საკურორტო ზონების ტერიტორიებისა და ცალკეული დაწესებულებების სანიტარიულ მდგომარეობაზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისათვის.
3. დოკუმენტი განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფოს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური სამსახურის დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საუწყებო სანიტარიულ ზედამხედველობას.
4. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ნორმატიულ მეთოდურ ბაზას დასახლებული ადგილების ნიადაგის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისათვის, აგრეთვე განკუთვნილია სხვა მაკონტროლებელი ორგანოებისათვისაც.
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 1
თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების მიზანი და გამოყენების სფერო
- მუხლი 20. მიწის რესურსები და ნიადაგები
- მუხლი 1
- მუხლი 18. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურებით
- მუხლი 7
- მუხლი 1
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003. გამოქვეყნება: სსმ, 16, 06/03/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 1, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-1-2/