1. სანიტარიულ-ენტემოლოგიურ მაჩვენებლებს წარმოადგენს სინანტროპული ბუზების მატლები და ჭუპრები.
სანიტარიულ ბუზებს (ოთახის, სახლის, ხორცის და სხვა), როგორც ადამიანის ზოგიერთი ინფექციური და ინვაზიური დაავადების გამომწვევების (ნაწლავის პათოგენური უმარტივესების ცისტები, ჰელმინთების კვერცხები და სხვა) მექანიკურ გადამტანებს, დიდი ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ.
2. საერთო და კერძო ბინათმფლობელობის, კვებისა და ვაჭრობის საწარმოების, კერძო და საზოგადოებრივი კვების პუნქტების, ზოოპარკის, მოსამსახურე და სასპორტო ცხოველების (ცხენები, ძაღლები) ყოფნის ადგილების, ხორცისა და რძის კომბინატების ტერიტორიებზე ბუზების მომრავლების ყველაზე უფრო მოსალოდნელ ადგილებს წარმოადგენს ხრწნადი ორგანული ნივთიერებების გროვები (სხვადასხვა ტიპის სანაგვეები, საპირფარეშოები, ნაგავსაყრელები, შლამის მოედნები და სხვა) და მათ გარშემო 1 მეტრამდე მანძილით დაშორებული ტერიტორიის ნიადაგი.
3. ნიდაგის სანიტარიულ-ენტემოლოგიური შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს ნიადაგის 20X20სმ ზომის ფართობზე სინანტროპული ბუზების პრეიმაგნალური ფორმების (მატლები და ჭუპრები) არსებობა ან არარსებობა.
4. ნიდაგის სანიტარიული მდგომარეობის შეფასება მასში ბუზების, მატლებისა და ჭუპრების არსებობისას ხდება მე-6 ცხრილის შესაბამისად.
დასახლებული ადგილების ნიადაგში მატლებისა და ჭუპრების არსებობა ნიადაგის არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობის მაჩვენებელია და სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით ტერიტორიის ცუდ დასუფთავებაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და შენახვის, მათი არადროული გატანის არასწორად განხორციელებაზე მიუთითებს.
5. სანიტარიულ-ენტომოლოგიური გამოკვლევები ტარდება მეთოდური მითითებების (14) შესაბამისად.
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 10
თავი IX — სანიტარიულ-ენტომოლოგიური მაჩვენებლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5
- მუხლი 6. ზოგადი დებულებები
- მუხლი 7
- მუხლი 7
- მუხლი 8
- მუხლი 9
- მუხლი 11
- მუხლი 12
- მუხლი 1
- მუხლი 2. უნიფიცირებული მეთოდური მიდგომის გამოყენება ნიადაგის დაბინძურების ხარისხისა და მოსალოდნელი შედეგების შეფასების საშუალებას იძლევა, რითაც შესაძლებელია მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტების ხარისხის პ
- მუხლი 3
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003. გამოქვეყნება: სსმ, 16, 06/03/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 10, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-10/