2. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ნორმირებისას მავნე მოქმედების კრიტერიუმების დადგენისადმი მაღალ მოთხოვნებს საფუძვლად უდევს შემდეგი პირობები:
ა) ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების მოქმედება გრძელდება დღე-ღამის განმავლობაში და შეიძლება სიცოცხლის მთელ მანძილზეც;
ბ) მოსახლეობა არაერთგვაროვანია, მის შემადგენლობაში შედიან მოხუცები, ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც სხვა ასაკობრივი და პირობითად ჯანმრთელი მოსახლეობის ჯგუფისაგან განსხვავდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა მოქმედების მიმართ მეტად მაღალი მგრძნობელობით;
გ) ატმოსფერული ჰაერის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები არ უნდა იწვევდნენ ორგანიზმის ადაპტაციის უნარის დაქვეითებას.
თავი III. დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის
დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ