2. ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის ძირითადი ინტეგრალური მაჩვენებლების: მიკრობთა საერთო რიცხვი, ნიადაგის  მიკროორგანიზმების ძირითადი ჯგუფების რიცხვი (ნიადაგის საპროფიტული ბაქტერიები, აქტინომიცეტები, ნიადაგის მიკრომიცეტები), ნიადაგში აზოტისა და ნახშირწყლების შენაერთების ტრანსფორმაციის ინტენსიურობის მაჩვენებელი (ნიადაგის „სუნთქვა“, სანიტარიული რიცხვი, ნიადაგში აზოტის, ამიაკისა და ნიტრატების დინამიკა, აზოტფიქსაცია, ამინიფიკაცია, ნიტრიფიკაცია და დენიტრიფიკაცია), ნიადაგში მჟავიანობისა და ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის დინამიკა,ფერმენტული სისტემების აქტივობა და სხვა მაჩვენებლები.
3. მაჩვენებელთა ჩამონათვალი განისაზღვრება გამოკვლევის მიზნებით, დაბინძურების წარმოშობითა და ინტენსიურობით, მიწათსარგებლობის ხასიათით.
გამოკვლევის პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია შედარებით მარტივი და სწრაფი განსასაზღვრი ინფორმაციული, ინტეგრანული მაჩვენებლების გამოყენება: ნიადაგის „სუნთქვა“, მიკრობთა საერთო რიცხვი, ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი და ნიადაგის მჟავიანობა, აზოტის, ამიაკისა და ნიტრატების დინამიკა.
შემდგომი გამოკვლევები ტარდება მიღებული შედეგებისა და გამოკვლევების საერთო ამოცანების შესაბამისად.
4. ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის განსაზღვრა და შეფასების მეთოდები მოყვანილია „მეთოდური მითითებანი ნიადაგში ქიმიური ნივთიერებების ზდკ-ს ჰიგიენური დასაბუთებისათვის“, 05.08.82 N2609-82. ამგვარად, ბიოლოგიური აქტივობის მაჩვენებლებით ნიადაგში შეიძლება ჩაითვალოს „დაუბინძურებლად“, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის არა უმეტეს 50%-ისა და ბიოქიმიური მაჩვენებლების არა უმეტეს 25%-ის ცვლილების შემთხვევაში, იმ საკონტროლო ნიადაგების ასეთივე მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც მიღებულია, როგორც სუფთა, დაუბინძურებელი ნიადაგი (17).
თავი XI
დასკვნა ნიადაგის სანიტარიულ მდგომარეობაზ