1. დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჰიგიენური ნორმატივები მოყვანილია დანართი 1-ში, სადაც ნივთიერებათა ინდივიდუალური დასახელება მოცემულია ანბანის შესაბამისად, ხოლო, სადაც ეს შესაძლებელია, მითითებულია თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) წესების შესაბამისად. ჩამოთვლილ ნივთიერებათა იდენტიფიკაციის გასაადვილებლად ნაჩვენებია Chemical Abstracts Servise (CAS) ნომრები.
2. ნივთიერებებისათვის, რომლებსაც ადრე ჩამონათვალში ჰქონდათ ზდკემ და ზდკსს თანაბარი მნიშვნელობა, ჩატარდა ზდკ კორექტირება. თანაბარი ზდკემ და ზდკსს არსებობა ეწინააღმდეგება ატმოსფერულ ჰაერში კონცენტრაციის განაწილებას, ვინაიდან მოცემულ წერტილში ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია (20-30-წუთიანი) ყოველთვის მეტია, ვიდრე იმავე წერტილში დღე-ღამის საშუალო კონცენტრაცია, ამასთან, არ არის გამორიცხული ამა თუ იმ ხარისხით არახელსაყრელ ფაქტორთა რისკის წარმოშობის შესაძლებლობა. ზდკ-ის კორექტირება ჩატარებულია ნივთიერებათა საშიშროებისა და ტოქსიკურობის განსაზღვრების შესახებ ახალი მეცნიერული გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით (მარაგის დიფერენციალური კოეფიციენტის, მოქმედების შორეული ეფექტების, ქრონიკული და ოლფატორული მოქმედების გათვალისწინებით).
3. საშიშროებისა და ტოქსიკურობის, აგრეთვე მოქმედების შორეული ეფექტების შესახებ ახალი მეცნიერული მონაცემების გათვალისწინებით დაზუსტებულია ტოლუილენდიზოციანიტის ზდკ-ის სიდიდე.
4. ჩამონათვალში ცალკე ნაწილად მოყვანილია „ნივთიერებები, რომელთა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა აკრძალულია”, აქ ნაჩვენებია 38 დასახელება, რომლებიც ხასიათდებიან განსაკუთრებულად მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. ჩამონათვალის ბოლოს მოყვანილია სხვადასხვა მინარევების კომბინირებული მოქმედების კოეფიციენტები.
5. დანართი 2-ში მოყვანილია ნორმირებულ ნივთიერებათა ყველაზე უფრო გავრცელებული სინონიმები, ტექნიკური, სავაჭრო და საფირმო სახელწოდებები.
თავი IV.ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა
ნარევების კომბინირებული მოქმედებ
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 6. ზოგადი დებულებები
თავი III — დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივები შემუშავებულია საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „გარემოს დაცვის შესახებ” და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” შესაბამისად
- მუხლი 2. 1. მოცემულ ცხრილში მოყვანილი ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეზე მაჩვენებლის სიხშირე უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ადამიანზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას
- მუხლი 3. 1. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, მიღებული გამოთვლითი მეთოდის გამოყენებით, განიხილება როგორც მოქმედების საორიენტაციო უვნებელი დონე (მსუდ) და ძირითადად გამოიყენე
- მუხლი 4. 1. ნორმირება ხორციელდება იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა (მალიმიტირებელი). მაგალითად, თუ რომელიმე ნივთიერება ახდენს მოსახლეობის ცხოვრების სანიტარიულ პირობებზე გავლენას უფრო მცი
- მუხლი 5. 1. დაუშვებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობის მაჩვენებლებში ნებისმიერი, სარწმუნო ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული გადახრა. ასეთი ფუნქციონალური ძვრები ფასდება როგორც ტოქსიკური ნი
- მუხლი 7. 1. ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნარევების კომბინირებული მოქმედება ხასიათდება:
- მუხლი 7. 1. სანიტარიულ-ქიმიური მაჩვენებლებით ნიადაგის სანიტარიულ მდგომარეობას წარმოადგენს:
- მუხლი 8. 1. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები
- მუხლი 9. 1. გარემოს ობიექტებიდან ნიადაგი ყველაზე უფრო ხშირად და ინტენსიურად ბინძურდება ნაწლავის პარაზიტული დაავადებების ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, ამებიაზისა და სხვათა გამომწვევებით. გეოჰელმინთების (ასკარიდების,
- მუხლი 10. 1. სანიტარიულ-ენტემოლოგიურ მაჩვენებლებს წარმოადგენს სინანტროპული ბუზების მატლები და ჭუპრები
- მუხლი 11. 1. ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის გამოკვლევა ტარდება აუცილებლობის შემთხვევში მისი სანიტარიული მდგომარეობისა და თვითგაწმენდის უნარის ღრმა შეფასების მიზნით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 6, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-6/