1. ნორმირება ხორციელდება იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ყველაზე მგრძნობიარეა (მალიმიტირებელი). მაგალითად, თუ რომელიმე ნივთიერება ახდენს მოსახლეობის ცხოვრების სანიტარიულ პირობებზე გავლენას უფრო მცირე დოზებში, ვიდრე ადამიანის ორგანიზმზე, მაშინ ნორმირებისას მალიმიტირებელია ცხოვრების სანიტარიულ პირობებზე მოქმედების ზღურბლი.
2. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ზღვარი განისაზღვრება როგორც პირობითი, მაგრამ აუცილებელი მაჩვენებელი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დადგენისას.