1. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, მიღებული გამოთვლითი მეთოდის გამოყენებით, განიხილება როგორც მოქმედების საორიენტაციო უვნებელი დონე (მსუდ) და ძირითადად გამოიყენება გამაფრთხილებელი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სტადიაში, აგრეთვე გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დროულად დასაბუთების მიზნით.
2. თითოეულ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (მაქსიმალურად ერთჯერადი, სადღეღამისო) აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა როგორც ორგანიზმზე უარყოფითი მოქმედების განვითარებაში, ასევე ატმოსფერული ჰაერის კონტროლისა და ჰაერის დაცვის გრძელ და მოკლე ვადაში ოპერატიული ღონისძიებების შემუშავებაში.
3. ამგვარად, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელთა ნორმირებისას ნივთიერების ბიოლოგიური მიმართულების თავისებურების გარდა, ჰიგიენისტები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:
ა) ატმოსფერული ჰაერის ოპტიმალური პირობების შექმნა ადამიანის ნორმალური ცხოველქმედებისათვის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე და ტოქსიკური ზემოქმედებისადმი ნაკლებად გამძლე კონტინგენტის – ბავშვების, მოხუცების, ავადმყოფების;
გ) ადამიანზე დამაბინძურებელი ნივთიერებების უშუალო (რეფლექტორული ან რეზორბციული) და ირიბი (ატმოსფეროს გამჭირვალობის დაქვეითება, საცხოვრებელი ბინების განათების შემცირება, ულტრაიისფერი სხივების შემცირება და სხვ.) ზემოქმედების აღრიცხვა.