2. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივები ადგენს მოთხოვნებს დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვისადმი იმ ობიექტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა (ტექნიკური გადაიარაღება) და ექსპლუატაციისას, რომელთაც შესაძლოა მავნე ზეგავლენა მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე.
3. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივების მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მოქალაქეებისათვის.
4. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
თავი II
წლის განმავლობაში ერთჯერადი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეზე განსაზღვრული,  დასაშვები  მაჩვენებლების  სიხშირ