ა) სანიტარიული რიცხვი C, რომელიც არაპირდაპირ ახასიათებს ნიადაგის ჰუმიფიკაციის პროცესს და აფასებს ორგანული დაბინძურებისგან ნიადაგის თვითგაწმენდის უნარს.
ბ) სანიტარიული რიცხვი C არის „ნიადაგის ცილოვანი (ჰუმუსური) აზოტის“ „A“ რაოდენობის (მგ-100 გრამ აბსოლუტურად მშრალ ნიადაგზე) შეფარდება „ორგანული აზოტის „B“ (მგ-100 გრამ აბსოლუტურად მშრალ ნიადაგზე) რაოდენობასთან. ამრიგად, შეფარდების განაყოფი C= A/B. ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობის შეფასება ამ მაჩვენებლით წარმოებს N5 ცხრილის შესაბამისად.

ცხრილი №4.
დაბინძურების ჯამური მაჩვენებლით (Zc) (7, 8)
ნიადაგის დაბინძურების საშიშროების საორიენტაციო შეფასების სკალა
ნიადაგის დაბინძურების კატეგორია

Zc სიდიდე

დაბინძურების კერებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლის ცვლილება
დასაშვები
128
ბავშვთა ავადობის ზრდა, ქალთა რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა (ორსულობის ტოქსიკოზის ზრდა, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის რიცხვის ზრდა, ჰიპოტროფია ახალშობილებში).

2. ნიადაგში აზოტშემცველი ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესების ქიმიურ მაჩვენებლს წარმოადგენს ამონიუმისა და ნიტრატული აზოტი. ამონიუმის აზოტი, ნიტრატული აზოტი და ქლორიდები ახასიათებს ორგანული ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების ხარისხს. ნიადაგის შეფასება ამ მაჩვენებლებით მიზანშეწონილია განხორციელდეს დინამიკაში ან დაუბინძურებელ ნიადაგთან (კონტროლი) შედარების გზით.

ცხრილი №5

ნიადაგის სისუფთავის შეფასება
„სანიტარიული რიცხვის“ მიხედვით
ნიადაგის დახასიათება
სანიტარიული რიცხვი
პრაქტიკულად სუფთა
0,98 და მეტი
სუსტად დაბინძურებული
0,85-დან – 0,98-მდე
დაბინძურებული
0,70-დან – 0,85-მდე
ძლიერად დაბინძურებული
0,70-ზე ნაკლები

თავი VIIნიადაგის ბიოლოგიური დაბინძურების ხარისხის შეფასებ