ნიადაგში გეოჰელმინთების კვერცხები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 3-დან 10 წლამდე, ხოლო ბიოჰელმინთები – 1 წლამდე, ნაწლავის პათოგენური უმარტივესების ცისტები – რამდენიმე დღიდან 3-6 თვემდე.
2. ყველაზე ხშირად ქალაქის ნიადაგის დაბინძურება პარაზიტული გამომწვევებით შეიმჩნევა ეზოების, ბავშვთა სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების, სანაგვეების ახლომახლო ქუჩების, ტუალეტების ირგვლივ, შინაური ცხოველების (ძაღლების, კატების) გასეირნების ადგილებში – სკვერების, ბულვარების, პარკებისა და ტყე-პარკების ტერიტორიებზე.
დაბინძურებული ნიადაგიდან პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიკრობები შეიძლება მოხვდეს ხელებზე, ტანსაცმელზე, ბოსტნეულზე, ხილზე, კენკრაზე, მწვანილზე, ზედაპირული წყალმომარაგების წყაროების წყლებში, რაც განაპირობებს ადამიანებისა და ცხოველების დასნებოვნების რისკის გაზრდას.
3. ჯანმრთელი მოსახლეობისათვის პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს ნიადაგის დაბინძურება ასკარიდას, თავბეწვას, ტოქსოკარის, ანკილოსტომიდის, სტრონგილოიდოზის ლავრების სიცოცხლისუნარიანი განაყოფიერებული და ინვაზირებული კვერცხებით, აგრეთვე ტენიიდების ონკოსფერებით, ლამბლიების, იზოსპორების, ბალანტიდიების, ამების ცისტებით, კრიპტოსპორიდების ოოცისტებით, ოპისტორქისების, დიფილობოთრიუმის განაყოფიერებული სიცოცხლისუნარიანი კვერცხებით.
4. პარაზიტული დაავადებების გამომწვევებით ნიადაგის ეპიდემიური უსაფრთხოებისა და დაბინძურების ხარისხის შეფასებისას განსაზღვრავენ:
ა) გამომწვევის სახეობას;
ბ) მათ სიცოცხლისუნარიანობასა და ინვაზიურობას;
გ) დაბინძურების ექსტენსიურ მაჩვენებელ „A“-ს, რომელიც უდრის სინჯების „B“ რიცხვის (ნიადაგის სინჯები, რომლებშიც აღმოჩენილია პარაზიტული დაავადებების გამომწვევები) შეფარდებას გამოკვლეული სინჯების საერთო რიცხვთან გამოსახულს პროცენტებში: A=B/CX100;
დ) დაბინძურების ინტენსიურ მაჩვენებელს – პარაზიტული დაავადებების გამომწვევების საერთო შემცველობა ნიადაგის 1კგ-ში (ან 100 გრ-ში).
სხვადასხვა ტერიტორიის ნიადაგის პარაზიტოლოგიური დაბინძურების რაოდენობრივი კრიტერიუმები წარმოდგენილია მე-6 ცხრილში.
5. ნიადაგის სანიტარიულ-პარაზიტოლოგიური გამოკვლევები ტარდება მეთოდური მითითებების (11) შესაბამისად.
თავი IX
სანიტარიულ-ენტომოლოგიური მაჩვენებლებ