ა) ჯამური ეფექტით;
ბ) ერთდროული არსებობისას შევსების ჯამური ეფექტით;
გ) ერთდროული არსებობისას ინდივიდუალურ ნივთიერებათა ზდკ-ის შენარჩუნებით;
დ) პოტენცირების ეფექტით.
2. ატმოსფერულ ჰაერში რამდენიმე ნივთიერების (რომლებსაც ახასიათებთ ჯამური მოქმედება) ერთდროულად არსებობისას მათი კონცენტრაციების ჯამი არ უმდა აღემატებოდეს 1 (ერთეულს) მოცემული ფორმულის მიხედვით გაანგარიშებისას:
C1 C2 Cn
------ + ------- + . . . + ------- Kმაქს
ძალიან ძლიერი
ძალიან ძლიერი
ძლიერი
ზდკ-დან – Kმაქს-მდე
ძალიან ძლიერი
ძლიერი
საშუალო
2 ფონური მნიშვნელობიდან ზდკ-მდე
სუსტი
სუსტი
სუსტი
4. ორგანული წარმოშობის ერთი ნივთიერებით ნიადაგის დაბინძურებისას საშიშროება განისაზღვრება მისი ზდკ-სა (13) და საშიშროების კლასიდან გამომდინარე (ცხრილი N3).
ცხრილი N3.
ორგანული ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების
ხარისხის შეფასების კრიტერიუმი
შემცველობა ნიადაგში მგ/კგ
ნიადაგის დაბინძურების კატეგორია
ნივთიერების საშიშროების კლასი
1 კლასი
2 კლასი
3 კლასი
>5 ზდკ
ძალიან ძლიერი
ძალიან ძლიერი
ძლიერი
2 ზდკ-დან – 5 ზდკ-მდე
ძალიან ძლიერი
ძლიერი
საშუალო
1 ზდკ-დან – 2 ზდკ-მდე
სუსტი
სუსტი
სუსტი
5. პოლიელემენტებით დაბინძურებისას ნიადაგის დაბინძურების საშიშროების ხარისხის შეფასება ხორციელდება უფრო მეტად ტოქსიკური ელემენტის ნიადაგში მაქსიმალური შემცველობის მიხედვით.
6. ნიადაგის ქიმიური დაბინძურების ხარისხის შეფასება, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არასასურველი მოქმედების ინდიკატორისა, ხდება მაჩვენებლებით, რომელიც შემუშავებულია მოქმედი დაბინძურების წყაროებით ქალაქების გარემოს ერთობლივი გეოქიმიური და გეოჰიგიენური გამოკვლევებისას. ასეთ მაჩვენებლებს წარმოადგენს:
ა) ქიმიური ნივთიერების კონცენტრაციის კოეფიციენტი (Kc), რომელიც განისაზღვრება ნიადაგში არსებული ნივთიერების ფაქტობრივი შემცველობის შეფარდებით Ci მგ/კგ – ნიადაგის რეგიონის (Cფi)
KC = Ci / Cფi.
ბ) დაბინძურების ჯამური მაჩვენებელი (ZC), რომელიც ტოლია ქიმიური ელემენტ-დამაბინძურებლების კონცენტრაციათა კოეფი-ციენტების ჯამისა და გამოისახება ფორმულით:
––
Z C= \ (K C i + .....+ K C n) - (n-1), სადაც
/
---
n არის განსასაზღვრი შეჯამებული ნივთიერებების რიცხვი;
Kc i – i-ური დამაბინძურებელი კომპონენტის კონცენტრაციის კოეფიციენტი.
გეოქიმიური მაჩვენებლების განაწილების ანალიზი, მიღებული რეგულარული ქსელის მიხედვით ნიადაგის აპრობირების შედეგებში, იძლევა დასახლებული ტერიტორიისა და საჰაერო აუზის დაბინძურების სივრცით სტრუქტურას, საშუალებას, გამოიყოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის სარისკო ზონები (7, 12).
7. ნიადაგის დაბინძურების საშიშროების ხარისხის შეფასება ლითონთა კომპლექსით ZC მაჩვენებლის მიხედვით, რაც ასახავს ქალაქების საჰაერო აუზის დაბინძურების დიფერენციაციას როგორც ლითონებით, ასევე სხვა, უფრო მეტად გავრცელებული ინგრედიენტებით (მტვერი, ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის ოქსიდები, გოგირდივანი ანჰიდრიდი) ხდება შეფასების სკალაზე, რომელიც მოყვანილია N4 ცხრილში.
დასახლებული პუნქტების ნიადაგის დაბინძურების ხარისხის შეფასებისას ZC - მიხედვით, ქიმიური ნივთიერებების განსაზღვრა ტარდება ემისიური ანალიზის მეთოდით (7, 12, 16, 18, 19), მეთოდური მითითების შესაბამისად.
8. ნიადაგის დაბინძურების არასასურველი შედეგის შეფასება, მისი უშუალო მოქმედებისას ადამიანის ორგანიზმზე, საჭიროა გეოფაგიის შემთხვევისათვის დაბინძურებულ ნიადაგზე მოთამაშე ბავშვებში (7).
თავი VI
ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობის შეფასება სანიტარიულ-ქიმიური მაჩვენებლები