2. მავნე ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურების საშიშროების ჰიგიენური შეფასების ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) ნიადაგში. ზდკ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი მაჩვენებელია, რადგანაც მისი მეცნიერული დასაბუთებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები მოიცავს დამაბინძურებლის – კონტაქტურ გარემოზე, ნიადაგის ბიოლოგიურ აქტივობასა და მის თვითგაწმენდის პროცესებზე უშუალო ზემოქმედების ყველა შესაძლო გზას. ამასთან, ყოველი სახის ზემოქმედების შესაძლო გზის შეფასება ხდება რაოდენობრივად ნივთიერების შემცველობის დასაშვები დონის დასაბუთებით, თითოეული მავნეობის მაჩვენებლის მიხედვით. მათგან უმცირესი მნიშვნელობის მაჩვენებელი ითვლება მალიმიტირებლად და გამოიყენება როგორც ნივთიერების ზდკ.
3. ნიადაგების დაბინძურების საშიშროების შესაფასებლად, ქიმიური ნივთიერებების დაბინძურების მაჩვენებლების შერჩევა ხდება შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით (6):
ა) დაბინძურების წყაროების სპეციფიკა, რომელიც განსაზღვრავს შესასწავლი რეგიონის ნიადაგების დამაბინძურებელ ქიმიურ ელემენტთა კომპლექსს (4):
ბ) დამაბინძურებლების პრიორიტეტები მათი ზდკ-სა და საშიშროების კლასის მიხედვით (2):
გ) მიწათსარგებლობის ხასიათით.
4. ნიადაგის დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების სრული კომპლექსის ზემოქმედების შეფასების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეფასებას აწარმოებენ განსაკუთრებულად ტოქსიკური ნივთიერებების მიხედვით, რომლებიც მიეკუთვნებიან საშიშროების მაღალ კლასს
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 3. 1. ჰიგიენური პოზიციებიდან გამომდინარე, ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროება განისაზღვრება მისი შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის ხარისხით კონტაქტირებულ გარემოს ფაქტორებზე (წყალი, ატმოსფერ
თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. მიწის რესურსები და ნიადაგები
- მუხლი 12. სამთო სამუშაოების წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისას წყლის რესურსების, ადგილმდებარეობის რელიეფის, ნიადაგისა და ატმოსფეროს კეთილსაიმედო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მიღებული უნდა იქნეს
- მუხლი 6. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში
- მუხლი 16. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემა
- მუხლი 41. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
- მუხლი 40. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. 1. სანიტარიულ-ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები
- მუხლი 9. 1. გარემოს ობიექტებიდან ნიადაგი ყველაზე უფრო ხშირად და ინტენსიურად ბინძურდება ნაწლავის პარაზიტული დაავადებების ჰელმინთოზის, ლამბლიოზის, ამებიაზისა და სხვათა გამომწვევებით. გეოჰელმინთების (ასკარიდების,
- მუხლი 10. 1. სანიტარიულ-ენტემოლოგიურ მაჩვენებლებს წარმოადგენს სინანტროპული ბუზების მატლები და ჭუპრები
- მუხლი 11. 1. ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის გამოკვლევა ტარდება აუცილებლობის შემთხვევში მისი სანიტარიული მდგომარეობისა და თვითგაწმენდის უნარის ღრმა შეფასების მიზნით
- მუხლი 12. დასკვნა გამოსაკვლევი ტერიტორიის ნიადაგის სანიტარიულ მდგომარეობაზე გაიცემა ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევების (ცხრილი მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6) შედეგების საფუძველზე შემდეგი საკითხების გათვალისწინ
- მუხლი 1. 1.წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად
- მუხლი 4. 1. იმ დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში, რომლებიც მიგვითითებენ დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ზდკ-სა და საშიშროების კლასზე, საშიშროების კლასის განსაზღვრა შეიძლება საშიშროების ინდექსის მიხედვით
- მუხლი 5. 1. ზოგადად ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების შეფასებისას უნდა გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:
- მუხლი 7. 1. დასახლებული პუნქტების ნიადაგის დაბინძურების შეფასება განისაზღვრება (8,14):
- მუხლი 8. 1. ნიადაგების ქიმიური დაბინძურების დონის, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენის ინდიკატორის შეფასება, ხდება ქალაქების გარემოს გეოქიმიური და გეოჰიგიენური გამოკვლევების შედეგების შეჯე
- მუხლი 9. 1. ნიადაგის Zჯ მაჩვენებლის მიხედვით, მძიმე ლითონების კომპლექსით დაბინძურების საშიშროების შეფასება, როდესაც ეს აისახება ქალაქების ატმოსფერული ჰაერის აუზზე, არა მხოლოდ ლითონებით, არამედ მტვრით (ნახშირმჟ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 3, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-3-2/