ა) ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის მქონე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგებით;
ბ) დაბინძურებული ნიადაგით, რომლებიც წარმოადგენენ მასთან კონტაქტირებული ჰაერისა და ნიადაგთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი ადამიანების მეორეული დაბინძურების წყაროს;
გ) ნიადაგის დაბინძურების ხიარისხის მნიშვნელობით, რომელიც წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორს.
2. ვინაიდან ნიადაგის ქიმიური გადატვირთვა იწვევს მისი ეპიდემიოლოგიური საშიშროების ზრდას, აუცილებელია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება.
ა) დაბინძურებულ ნიადაგში ჭეშმარიტი ნიადაგის მიკრობიოცენოზის წარმომადგენლების (პათოგენური ნაწლავური მიკროფლორის ანტაგონისტების) შემცირების, აგრეთვე ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის დაქვეითების ფონზე შეინიშნება ქიმიური დაბინძურებისადმი გამძლე პათოგენური ენტერობაქტერიებისა და გეოჰელმითების რაოდენობის ზრდა.
3. ნიადაგის ეპიდემიური საშიშროების დონის შეფასება ხდება მე-3 ცხრილის მიხედვით, რომელიც ემყარება ენტერობაქტერიებისა და ენტეროვირუსების აღმოჩენას. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კრიტერიუმს წარმოადგენს საკვლევ ობიექტზე პათოგენური აგენტების არარსებობა.
4. ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების ადამიანის ორგანიზმზე უშუალო ზემოქმედების არასასურველი შედეგების შეფასება მნიშვნელოვანია, მაგალითად, ბავშვების გეოფაგიის შემთხვევაში, როდესაც ისინი თამაშობენ დაბინძურებულ ნიადაგზე. ეს საკითხი შესწავლილ იქნა დასახლებულ პუნქტებში უმთავრესად გავრცელებულ დამაბინძურებელ ნივთიერებასთან – ტყვიასთან მიმართებაში, რომლის შემცველობის მომატებას ნიადაგში, როგორც წესი, თან ახლავს სხვა ელემენტების შემცველობის მომატებაც. როდესაც სათამაშო მოედნების ნიადაგში ტყვიის შემცველობა არის 500 მგ/კგ, აქ სისტემატიურად მოთამაშე ბავშვებს აღენიშნებათ ფსიქონევროლოგიური სტატუსის ცვლილებები (Warren H.V. 1979, Dyggan M.Y. Williamss1977, AuIut 1983) (36, 37, 38).
5. ნიადაგებში იმ ლითონების არსებობამ, რომლებიც წარმოადგენენ ქალაქების დაბინძურების უმთავრესად გავრცელებულ ინდიკატორს, შეიძლება მოგვცეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საორიენტაციო შეფასების საშუალება, მაგალითად მოქმედი წყაროების ნიადაგებში ტყვიის 250 მგ/კგ რაოდენობით შემცველობისას ატმოსფერულ ჰაერში მისი შემცველობა აღემატება ზდკ (0,3 მკმ/მ3). სპილენძის 1500 მგ/კგ რაოდენობით შემცველობისას ასევე აღინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მისი კონცენტრაციის ზდკ-ზე (2,0 მკგ/მ3) გადაჭარბება
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 7. 1. დასახლებული პუნქტების ნიადაგის დაბინძურების შეფასება განისაზღვრება (8,14):
თავი III — დასახლებული პუნქტების ნიადაგის ჰიგიენური შეფასება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. 1. ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის გამოკვლევა ტარდება აუცილებლობის შემთხვევში მისი სანიტარიული მდგომარეობისა და თვითგაწმენდის უნარის ღრმა შეფასების მიზნით
- მუხლი 12. დასკვნა გამოსაკვლევი ტერიტორიის ნიადაგის სანიტარიულ მდგომარეობაზე გაიცემა ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევების (ცხრილი მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6) შედეგების საფუძველზე შემდეგი საკითხების გათვალისწინ
- მუხლი 1. 1.წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად
- მუხლი 3. 1. ჰიგიენური პოზიციებიდან გამომდინარე, ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროება განისაზღვრება მისი შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის ხარისხით კონტაქტირებულ გარემოს ფაქტორებზე (წყალი, ატმოსფერ
- მუხლი 4. 1. იმ დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში, რომლებიც მიგვითითებენ დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ზდკ-სა და საშიშროების კლასზე, საშიშროების კლასის განსაზღვრა შეიძლება საშიშროების ინდექსის მიხედვით
- მუხლი 5. 1. ზოგადად ნიადაგის ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების შეფასებისას უნდა გათვალისწინებული იქნეს შემდეგი:
- მუხლი 8. 1. ნიადაგების ქიმიური დაბინძურების დონის, როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენის ინდიკატორის შეფასება, ხდება ქალაქების გარემოს გეოქიმიური და გეოჰიგიენური გამოკვლევების შედეგების შეჯე
- მუხლი 9. 1. ნიადაგის Zჯ მაჩვენებლის მიხედვით, მძიმე ლითონების კომპლექსით დაბინძურების საშიშროების შეფასება, როდესაც ეს აისახება ქალაქების ატმოსფერული ჰაერის აუზზე, არა მხოლოდ ლითონებით, არამედ მტვრით (ნახშირმჟ
- მუხლი 11. საშიშროების კლასის დადგენა ნიადაგში ზდკ- ის მიხედვით
- მუხლი 1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ნორმატიულ მეთოდურ საფუძველს გამომსხივარი რადიოტექნიკური ობიექტების განთავსებისათვის ადგილის შერჩევის დროს მათ მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის მოსალოდნელი დო
- მუხლი 2. 1. ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროების მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კავშირგაბმულობის სფეროში, მედიცინაში და საყოფაცხოვრებო პირობებში კერძოდ გამოყენების გამო ადამიანი ბუნებრივი (ჰელიოგეოფიზიკური) ელე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 7, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-7-3/