წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ნორმატიულ მეთოდურ საფუძველს გამომსხივარი რადიოტექნიკური ობიექტების განთავსებისათვის ადგილის შერჩევის დროს მათ მიერ გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ველის მოსალოდნელი დონეების პროგნოზიერებისათვის, სანიტარიულ-დაცვითი ზონისა და განაშენიანების შეზღუდვის ზონის საზღვრების დადგენისათვის.
2. დოკუმენტი განკუთვნილია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებისათვის კავშირგაბმულობის დარგის საინჟინრო ტექნიკური პერსონალისათვის და საპროექტო ორგანიზაციების მუშაკებისათვის წინასწარი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განსახორციელებლად, სანიტარიულ-დაცვითი ზონისა და განაშენიანების შეზღუდვის ზონის საზღვრების დადგენისათვის, აგრეთვე რადიოტექნიკური ობიექტის განთავსებისათვის ადგილის შერჩევის დროს ელექტრომაგნიტური ველის მოსალოდნელი დონეების პროგნოზირებისათვის.
,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” · რედაქცია 24.02.2003
მუხლი 1
თავი I — გამოყენების სფერო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003. გამოქვეყნება: სსმ, 16, 06/03/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, მუხლი 1, №38/ნ, 24.02.2003, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55144/muxli-1-3/