2. ემვ-ის დონეების გამოსაანგარიშებლად მოცემული მეთოდური მითითებების შესაბამისად საწყის მონაცემებად გამოიყენება პარამეტრები, რომელსაც მოიცავს გრტო-ს სანიტარიული პასპორტი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანებით “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება” VII მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.
3. გამოანგარიშების შედეგად განსაზღვრული სანიტარიულ-დაცვითი ზონისა და განაშენიანების შეზღუდვის ზონის საზღვრები დატანილი უნდა იქნას სიტუაციურ გეგმაზე საპროექტო განაშენიანების სიმაღლის გათვალისწინებით