2. თანამედროვე ჰიგიენური რეგლამენტაციის პრინციპებიდან გამომდინარე რადიოტექნიკური ობიექტების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი ღონისძიებებია: სანიტარიული დაცვის ზონების ორგანიზაცია და ელექტრომაგნიტური ველის ზღვრულად დასაშვები დონეებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.
3. სანიტარიულ-დაცვითი ზონა წარმოადგენს ფართობს, რომელიც ესაზღვრება გამომსხივებელი რადიოტექნიკური ობიექტის ტექნიკურ ტერიტორიას. სანიტარიულ-დაცვითი ზონის გარე საზღვარი განისაზღვრება მიწის ზედაპირიდან 2მ-ის სიმაღლეზე ელექრომაგნიტური ველის ზღვრულად დასაშვები დონის მიხედვით.
4. განაშენიანების შეზღუდვის ზონას წარმოადგენს ტერიტორია, სადაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობა მიწის ზედაპირიდან 2მ-ზე მეტ სიმაღლეზე აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს. ზონის გარე საზღვარი განისაზღვრება პერსპექტიული განაშენიანების შენობების მაქსიმალური სიმაღლით, რომლის ზედა სართულის სიმაღლეზე გამოსხივების ინტენსივობა  არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს.
5. სანიტარიული დაცვის ზონისა და განაშენიანების შეზღუდვის ზონის ორგანიზაცია ეფუძნება მანძილისა და სიმაღლის მიხედვით ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობის განაწილებას და მათი ზომები დამოკიდებულია მოქმედ ჰიგიენურ ნორმატივებზე, გამოსხივების წყაროს სიმძლავრეზე, გამოსხივების მიმართულების მახასიათებლებზე, წყაროს განთავსების სიმაღლესა და კონსტრუქციულ თავისებურებებზე, რელიეფზე, მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არსებული და პერსპექტიული განაშენიანების სიმაღლეზე, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობის ფონურ მდგომარეობაზე.
6. მოცემული მეთოდური მითითებები შედგენილია ჰიგიენური რეგლამენტაციის პრინციპებიდან და მეთოდებიდან გამომდინარე.
თავი III
აღნიშვნები და შემოკლებებ