1. სინჯების ასაღებად შეირჩევა სინჯების აღების მუდმივი ადგილები არანაკლებ 5-წლიანი ვადით.

2. მუდმივი ადგილების რიცხვი დამოკიდებულია მოცემული ტერიტორიის სიდიდეზე და ამ ტერიტორიზე ან/და ობიექტებზე კონტროლის ჩატარების შესაძლებლობაზე.

3. მუდმივ ადგილებს მიეკუთვნება ხორცისა და რძის საწარმოები, ელევატორი, ხილ-ბოსტნეულის ბაზები, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, ფერმები, კომბინირებული საკვების საწარმოები, სათევზე და სატყეო მეურნეობები, წყალსაცავები, ნიადაგები, დასახლებული პუნქტების ჰაერი, რომელთა მიმდებარე ტერიტორიებზე ტარდებოდა ინტენსიური დამუშავებები, განსაკუთრებით – ავიაწამლობები.

4. სინჯების აღება უნდა ხდებოდეს დროის გარკვეული ინტერვალებით მუდმივად ერთსა და იმავე მინდვრებიდან, საცავებიდან, წყალსატევებიდან, არეალებიდან და სხვა საკონტროლო ობიექტებიდა