1. წინამდებარე წესები ეხება სურსათში/ცხოველთა საკვებში და გარემოს ობიექტებში (წყალი, ნიადაგი, ჰაერი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის კონტროლის მიზნით ნიმუშების აღებას ლაბორატორიული გამოცდისათვის.

2. წესები გათვალისწინებულია იმ პირთათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის კონტროლისათვის სურსათში/ცხოველთა საკვებსა და გარემოს ობიექტებიდან ნიმუშების აღებასთა