ა) წიდაში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის განსაზღვრა, უტილიზაციის ან ჩამარხვის წინ;
ბ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი საწარმოებისა და დანადგარების დასაპროექტებლად მონაცემების მიღება;
გ) სოფლის მეურნეობაში წიდის სასუქად გამოყენების ვარგისიანობის დადგენა;
დ) ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიისა და წყალსადენის ქსელში ბუნებრივი წყლების მიწოდებამდე დამუშავების ახალი მეთოდების შესამუშავებლად მონაცემების მიღება.
2. თუ ნახმარი წყლის გაწმენდის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს, დასაშვებია წიდის სინჯის აღება კვირაში ერთხელ.
3. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სინჯის აღებას გამწმენდი ნაგებობების სხვადასხვა წერტილიდან და სისტემიდან: ავზებიდან, არხებიდან, ნაყარიდან, გროვებიდან, ვაგონეტებიდან, სატრანსპორტო ხაზებიდან და სხვ