ა) სინჯის ასაღები ჭურჭელი გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს, სინჯის შესაძლო დაბინძურების მინიმუმამდე შესამცირებლად. გასარეცხად გამოსაყენებელი ნივთიერების ტიპის შერჩევა დამოკიდებულია განსასაზღვრ მაჩვენებლებსა და ჭურჭლის მასალაზე;
ბ) მინის ახალ ჭურჭელს მტვრისა და შესაფუთი მასალის კვალის მოსაცილებლად ჯერ უნდა გამოევლოს ხსნარი სარეცხი საშუალებით და შემდგომ დისტილირებული ან დეიონიზებული (დეიონირებული) წყალი. ჭურჭელი უნდა შეივსოს აზოტმჟავას ან მარილმჟავას 1 მოლ/დმ3 ხსნარით, გაჩერდეს არანაკლებ 1 დღე-ღამისა და შემდგომ გულმოდგინედ გაირეცხოს დისტილირებული ან დეიონიზებული (დეიონირებული) წყლით;
გ) დაუშვებელია ფოსფატების, სილიციუმის, ბორისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების განსაზღვრისათვის ასაღები ჭურჭლის გარეცხვა სარეცხი საშუალებების ხსნარების გამოყენებით;
დ) გამოყენებული მინის ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ქრომის ნარევით, გულმოდგინედ გამოევლოს წყალი, დამუშავდეს წყლის ორთქლით, შემდეგ გამოევლოს დისტილირებული ან დეიონიზებული (დეიონირებული) წყალი და გაშრეს მშრალი ჰაერის ნაკადით. ასევე დასაშვებია ქრომის ნარევის ნაცვლად კონცენტრირებული გოგირდმჟავის გამოყენება. ქრომის ნარევის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ სინჯის აღება და შენახვა ხდება ქრომისა და სულფატების განსაზღვრის მიზნით;
ე) ბიოქიმიური ანალიზის ჩასატარებლად ბოთლები დამატებით უნდა გაირეცხოს აზოტმჟავას განზავებული ხსნარით, შემდეგ გამოევლს დისტილატი, მძიმე მეტალების ან ქრომატების ნალექის მოცილების მიზნით;
ვ) პლასტმასის ჭურჭელს უნდა გამოევლოს აცეტონი, განზავებული მარილმჟავა, გულმოდგინედ გაირეცხოს წყლით, გამოევლოს დისტილირებული ან დეიონიზებული (დეიონირებული) წყალი და გაშრეს ჰაერის ნაკადით.
2. ორგანული ნივთიერებების განსაზღვრისათვის სინჯის ასაღები ჭურჭლის მომზადება ხდება შემდეგნაირად:
ა) სინჯის ასაღებად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მინის ჭურჭელი, უმჯობესია ყავისფერი მინის;
ბ) ჭურჭელი უნდა გაირეცხოს სარეცხის საშუალებიანი ხსნარით, გულმოდგინედ გამოევლოს დისტილირებული ან დეიონიზებული წყალი, გაშრეს საშრობ კარადაში 1050C 2 სთ-ის განმავლობაში, გაციების შემდგომ გამოევლოს დისტილირებული ან დეიონიზებული წყალი და საბოლოოდ გაშრეს გასუფთავებული ჰაერის ნაკადით ან აზოტით;
გ) ორგანული ნივთიერებების კვალის განსაზღვრისათვის გამოყენებული მინის ჭურჭელი უნდა გაიწმინდოს მხოლოდ არაორგანული ნივთიერებებით. თუ ნივთიერების კვალის რაოდენობის აღმოჩენა წარმოებს ექსტრაჰირებით, დასაშვებია მინის ჭურჭლის დამუშავება ექსტრაგენტით;
დ) თუ საკვლევი წყალი შეიცავს (ან შესაძლოა შეიცავდეს) ქლორს ან ქლორამინს, სტერილიზაციის წინ საკმარისია ჭურჭელში 3%-იანი ნატრიუმის თიოსულფატის დამატება ნარჩენი ქლორის ინაქტივაციის მიზნით. დამატებული ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია ჭურჭლის (ბოთლის) ზომაზე, (მაგ., 170 მლ ტევადობის ჭურჭელს – 0,1 მლ);
ე) ჭურჭლისა და გაწმენდის მეთოდიკის სწორედ შერჩევის მიზნით უნდა წარმოებდეს ცრუ სინჯების აღება, კონსერვაცია და ანალიზი.
3. სინჯის ასაღები ჭურჭლის მომზადება მიკროორგანიზმების განსაზღვრისათვის უნდა განხორციელდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ჭურჭელი უნდა გაირეცხოს ნეიტრალური სარეცხი საშუალებით, გულმოდგინეთ გამოევლოს დისტილირებული წყალი სარეცხი საშუალებისა და სხვა გარეშე მინარევების ბოლომდე მოსაცილებლად და გაშრეს;
ბ) სინჯის ასაღები ჭურჭელი უნდა დაიხუროს სილიკონის ან სხვა საცობით (ბამბა-ნარმის საცობის გარდა), აგრეთვე ფოლგისაგან, სქელი ქაღალდისაგან და სხვ. დამზადებული ქუდებით;
გ) მილესილსაცობიან ჭურჭელში სტერილიზაციის წინ საცობსა და ყელის კედელს შორის უნდა ჩაიდოს თხელი ქაღალდის ზოლი;
დ) ახალმა საცობმა უნდა იდუღოს 30 წუთი, 2%-იანი ნატრიუმის კარბონატის ხსნარში და ხუთჯერ გირეცხოს ონკანის წყლით (დუღილი და გარეცხვა უნდა გამეორდეს ორჯერ), შემდეგ უნდა იდუღოს დისტილირებულ წყალში 30 წუთი, გამოშრეს, შეიხვეს ქაღალდში ან ფოლგაში და გასტერილდეს ორთქლით;
ე) გამოყენებული საცობი უნდა გაუსნებოვნდეს ონკანის წყლსა და ნეიტრალურ სარეცხ საშუალებაში 30-წუთიანი დუღილით, შემდეგ გაირეცხოს ონკანის წყლით, გამოშრეს, აეწყოს და გასტერილდეს;
ვ) სინჯის ასაღები ჭურჭლის სტერილიზაცია უნდა წარმოებდეს საშრობ კარადაში 160-1700C ტემპერატურაზე, მითითებული ტემპერატურიდან 1 სთ-ის განმავლობაში. გასტერილებული ჭურჭლის საშრობი კარადიდან გამოღება უნდა მოხდეს 600C-ზე ქვემოთ გაციების შემდეგ;
ზ) ჭურჭელი, რომელიც შეიცავს იმ მასალების ელემენტებს, რომლებიც იშლება 160 0C -ზე, უნდა გასტერილდეს ორთქლის სტერილიზატორში 121 ± 20C (105პა) 20 წუთის განმავლობაში;
თ) დიდი მოცულობის ჭურჭლის (რძის მათარა, მეტალის ვედროები და სხვა) დამუშავება დასაშვებია ეთილის სპირტის საშუალებით შიგნითა ზედაპირის გამოწვით.
4. სინჯის ასაღები ჭურჭლის მომზადება: რადიოაქტიური დაბინძურების განსაზღვრისათვის ჭურჭელი უნდა გამოირეცხოს სარეცხი საშუალებით, აზოტმჟავითა და გულმოდგინედ გამოევლოს დისტილატი.
მოთხოვნები სინჯების აღებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, ტარნსპორტირებასა და ლაბორატორიაში მიღება