1. ბუნებრივი და ხელოვნური ტბებიდან წყლის სინჯის აღების მიზანია:

ა) წყლის ხარისხის გამოკვლევა მთელი წყალსატევისათვის დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე წელი);

ბ) წყლის ხარისხის გამოკვლევა წყალსატევის ერთ ან რამდენიმე ადგილზე, რომელიც გამოიყენება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყალსარგებლობისათვის, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (რამდენიმე წელი);

გ) დამაბინძურებლის დადგენა და აღრიცხვა და დაბინძურების შედეგების შეფასება, მაგ., თევზებისა და ფრინველების სიკვდილი ან სხვა უჩვეულო მოვლენები.

2. სინჯების აღება წარმოებს შემდეგი მოწყობილობების გამოყენებით:

ა) ღია სინჯამღები და ზედაპირული წყლების სინჯამღები – ღია სინჯამღები არის ჭურჭელი ღია ხვრელით, რომელიც გამოიყენება ტბის ზედაპირიდან ან ზედაპირული ფენებიდან სინჯების ასაღებად. თუ წყლის ზედაპირზე სხვადასხვა ნივთიერება დაცურავს, რეპრეზენტატული სინჯის აღება შეუძლებელია;

ბ) დახურული სინჯამღებები – დახურული სინჯამღები არის ღრუ კორპუსი თავსახურით ან გამანაწილებელი სარქველით, წყლის გარკვეული მოცულობის ასაღებად. გამოიყენება ფსკერზედა წყლის ფენიდან, წყლის გარკვეული მოცულობისა და სიღრმისეული შედგენილი სინჯების ასაღებად. დახურული სინჯამღებების ჩაშვება ხდება ხელით, თოკის (ტროსის) ან საბაგირო ჯალამბარის საშუალებით. ფსკერთან ახლოს წყლის სინჯის აღებისას არ უნდა დაირღვეს ფსკერის ნადებისა და წყლის გამყოფი ფენა;

გ) ტუმბოები – გამოიყენება ხელით ან მექანიკურად მართვადი შემწოვი, წყალქვეშა ან პნევმატური ეჟექტური ტუმბოები. ტუმბოების ჩაშვება ხდება სასურველ სიღრმეზე ან საჭირო წერტილში ცალკეული, სერიული და სიღრმისეული შედგენილი სინჯების ასაღებად. სინჯის აღებისას წყალქვეშ მომუშავე ტუმბოთი შესაძლებელია წყლის მგრძნობიარე ორგანიზმების დაზიანება და არაზუსტი შედეგების მიღება. ამიტომ ტუმბოთი აღებული სინჯის შედეგები აუცილებლად უნდა შედარდეს დახურული სინჯამღების გამოყენებით მიღებულ შედეგებთან. შედეგების ცდომილება შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: ტუმბოს ტიპი, წყლის მოძრაობის სიჩქარე, წნევა და სხვ