ა) ღია წყალნაკადიდან აღებული უნდა იქნეს ტიპური სინჯი, უფრო ხშირად წერტილოვანი, აღებისათვის შერჩეული უნდა იქნეს მძაფრი დინების მონაკვეთები, სადაც ნაკადები კარგად ერევა ერთმანეთს;
ბ) ღია წყალსატევის წყლის ხარისხის დასახასიათებლად სინჯები აღებული უნდა იქნეს სხვადასხვა მონაკვეთსა და სიღრმეზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თერმული სტრატიფიკაციის არსებობა მისი წყლის ხარისხზე ძლიერი მოქმედების გამო;
გ) გრუნტის წყლის სინჯების აღება უნდა წარმოებდეს სხვადასხვა სიღრმეზე და სხვადასხვა დროს, სარწმუნო შედეგების მისაღებად;
დ) მილსადენიდან სინჯის აღების დროს სინჯამღები უნდა მოთავსდეს ნაკადის დინების ქვევით. აღების საუკეთესო ადგილებია ტურბულენტური ნაკადის მონაკვეთები, როგორიცაა F-ის მაგვარი სარქველები, მოხრილობები და სხვა, მილების ამ მონაკვეთებში წყლის უკეთესი შერევის გამო;
ე) ატმოსფერული ნალექების სინჯის აღებისას გამორიცხული უნდა იქნეს მასში უცხო მინარევების მოხვედრა. ზუსტი შედეგების მისაღებად აუცილებელია დახურული სინჯამღებების გამოყენება, რომლებიც გაიხსნება მხოლოდ გამოყენების მომენტში.
2. მოთხოვნები წყლის სინჯის ასაღები მოწყობილობების კონსტრუქციისადმი მოცემულია წინამდებარე სანიტარიული წესების VII, VIII თავებში, ხოლო მეთოდები წყლის სინჯების შენახვისა და კონსერვაციისადმი – დანართ 1-შ