ა) წყლის ხარისხის საკონტროლოდ და ხანმოკლე ცვლილებების აღმოსაჩენად;

ბ) კვლევის პროგრამის მიხედვით წყლის ხარისხის გამოსაკვლევად ან გრძელვადიანი ცვლილებების აღმოსაჩენად (ფსკერის ნადებისა და ლამის ჩათვლით);

გ) წყლის შედგენილობისა და თვისებების განსაზღვრისათვის იმ მაჩვენებლების მიხედვით, რომლებიც რეგლამენტებულია ნორმატიულ დოკუმენტებში;

დ) წყლის ობიექტის დამაბინძურებელი წყაროების იდენტიფიკაციისათვის.

2. კვლევის მიზნისა და ობიექტის მიხედვით უნდა შემუშავდეს კვლევის პროგრამა და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს სინჯის აღების მონაცემების სტატისტიკური დამუშავება XI თავის 38-ე მუხლის შესაბამისად.

3. სინჯის აღების პროგრამის შედგენისას განსაზღვრული უნდა იქნეს კვლევის ძირითადი ამოცანები, ანალიზის ჩატარების მეთოდები, განსასაზღვრი მაჩვენებლების ნუსხა, სიზუსტის სასურველი დონე და ის ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ აღების ადგილის, ხერხის, პერიოდულობის, სიხშირის, ხანგრძლივობის, სინჯის დამუშავებისა და ანალიზის ჩასატარებელი მოწყობილობების შერჩევაზე.

4. აღებული სინჯის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული დოკუმენტით დადგენილი კონკრეტული მაჩვენებლის განსაზღვრის მეთოდს, განსასაზღვრი მაჩვენებლების რაოდენობისა და მათი განმეორებითი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

5. სინჯის აღების მეთოდის შერჩევა უნდა წარმოებდეს წყლის ტიპის, სინჯის აღების სიღრმის, კვლევის მიზნისა და განსასაზღვრი მაჩვენებლების ჩამონათვალის მიხედვით, იმ გაანგიშებით, რომ გამოირიცხოს (ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი) სინჯის აღების პროცესში განსასაზღვრი მაჩვენებლების შესაძლო ცვლილებები.

6. წყლის სინჯების გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დანართი 1-ის 1-6 ცხრილებში მითითებული დროის განმავლობაში, სინჯის შენახვის პირობების დაცვით.

7. აღებული სინჯების შესანახად მომზადებისათვის შერჩეული მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მაჩვენებლის განსაზღვრის იმ მეთოდს, რომელიც დადგენილია ნორმატიული დოკუმენტით. ამავე დროს, თუ განსაზღვრის მეთოდზე ნორმატიულ დოკუმენტში მითითებულია სინჯის შენახვის პირობები, დაცული უნდა იქნეს ნორმატიული დოკუმენტით რეგლამენტირებული პირობები. წყლის სინჯის შენახვის ხანგრძლივობაზე გამოცდის ოქმში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა.

8. ტრანსპორტირების ან შენახვის პირობების დარღვევისას სინჯის გამოკვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

9. სინჯის აღების ყველა პროცედურა უნდა იქნეს მკაცრად დოკუმენტირებული. ჩანაწერები უნდა იყოს მკაფიო და განხორციელებული საიმედო ხერხით, ლაბორატორიაში სინჯების იდენტიფიკაციის დაუბრკოლებლად ჩატარების მიზნით.

თავი IV

ზოგადი მოთხოვნები სინჯის აღება