2. ეს სანიტარიული წესები ადგენს მოთხოვნებს წყლის სინჯების აღებაზე, ტრანსპორტირებაზე, შენახვასა და კონსერვაციაზე, წყლის ფიზიკური თვისებების, ქიმიური შედგენილობის, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური და რადიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით.

3. სანიტარიული წესები განსაზღვრავს სხვადასხვა ტიპის წყლების სინჯის აღების ადგილსა და სიხშირეს, აღებისათვის საჭირო ჭურჭლის მომზადებისა და მოწყობილობების შერჩევის წესებს.

4. სანიტარიულ წესებში მოცემულია სინჯის აღების, დამუშავების, შენახვისა და კონსერვაციის მეთოდები, მოთხოვნები სინჯის აღების შედეგების გაფორმებასა და სტატისტიკურ დამუშავებაზე, მათი ლაბორატორიაში მიღების წესებსა და აგრეთვე სინჯის აღებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

5. სანიტარიული წესები განკუთვნილია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურისათვის.

თავი II

ტერმინები და განსაზღვრებე