1. უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში მიკრობიოლოგიური კონტროლი ითვალისწინებს მიკროორგანიზმების მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველზე საწარმოს, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის, დანადგარების ჩამონარეცხების სანიტარიული მდგომარეობის შეფასებას.

2. მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგების მიხედვით მსჯელობენ საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენურ კეთილსაიმედობაზე, საწარმოს ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვაზე, პროდუქტების მიკრობული გაფუჭების მიზეზებსა და წყაროებზე.

3. მიკრობიოლოგიური კონტროლი ხორციელდება საწარმოს მიკრობიოლოგიურ ან შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

თავი XXIII

მიკრობიოლოგიური სამუშაოების ჩასატარებელი
შენობებისადმი წაყენებული მოთხოვნები