2. საერთო დეზინფექცია უნდა ჩატარდეს თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო მცირე სიმძლავრის ქარხნებში არანაკლებ თვეში ერთხელ. დეზინფექციის წინ მოწყობილობებისა და აპარატურის საგულდაგულო მექანიკური გაწმენდა უნდა ჩატარდეს. დეზინფექციისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ახალი ხსნარები, დამზადებული საამქროს მუშაკების მიერ უსაფრთხოების ტექნიკის სრული დაცვით. ხსნარების კონცენტრაცია მოწმდება ლაბორატორიის მუშაკების მიერ.

3. სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები ცალკე, დახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდეს. დეზინფექციის შემდეგ მთელი მოწყობილობა, აპრატურა, საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს წყლით სადეზინფექციო ხსნარის სრულ მოცილებამდე. ყოველი დეზინფექციის შემდეგ აღებულ უნდა იქნეს ჩამონარეცხი წყლები მიკრობიოლოგიური კონტროლისათვის.

4. უალკოჰოლო სასმელების წარმოების განყოფილებაში აპარატურისა და მილსადენების საერთო დეზინფექცია უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ. ამისათვის საკუპაჟე ავზები სადეზინფექციო ხსნარით უნდა შეივსოს, გატარდეს იგი ყველა მილსადენში, დოზირების, ჩამოსხმის მანქანებში და დაყოვნდეს მათში ორი საათი. სადეზინფექციო ხსნარის ჩამოსხმის შემდეგ მთელი ქსელი უნდა გაირეცხოს წყლით დეზინფექტანტის მოცილებამდე.

5. დეზინფექციის შემდეგ ყველა კომუნიკაცია უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და გამოევლოს ცივი წყალი.

6. ერთდროულად უნდა ჩატარდეს ყველა რეზინის მილის გაწმენდა და შემდგომი დეზინფექცია(ანტიფორმინით ან ქლორიანი კირის ხსნარით).

7. საერთო დეზინფექციის დღეებში უნდა ჩატარდეს ბოთლების პასტერიზატორების შიდა ზედაპირების მექანიკური გაწმენდა და გარეცხვა ყველა მომუშავე კვანძის სრული გაჩერების შემდეგ. პასტერიზატორების გარე ზედაპირი მტვრისაგან უნდა გაიწმინდოს.

8. ტევადობების შიდა ზედაპირების გარეცხვისა და დეზინფექციისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური სანიტარიული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (კომბინიზონები, რეზინის ჩექმები). სანიტარიული ტანსაცმელი ყველა საამქროში უნდა ინახებოდეს სპეციალურ კარადაში. მისი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

9. მოწყობილობები უნდა გაირეცხოს სპეციალური ჯაგრისებით, ტილოს გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.

10. მოწყობილობის გარეცხვისათვის გამოსაყენებელი რეზინის მილები კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ან სპეციალურ თაროზე მოთავსდეს.

თავი XVIII. სანიტარიული მოთხოვნები საყოფაცხოვრებო სათავსებისად