2. ბოთლები გასარეცხ აბაზანებში ჩატვირთვის წინ უნდა შემოწმდეს. ბოთლები დაზიანებული გვირგვინითა და ბუშტუკებით, სუნით გასარეცხად არ დაიშვება. გათვალისწინებულ უნდა იქნეს ძალიან ჭუჭყიანი ბოთლების წინასწარი გარეცხვა.
3. ბოთლების გასარეცხად გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) კაუსტიკური სოდის 1.8-2.0%-იანი ხსნარი (გოსტი 2263-79);
ბ) პრეპარატ „სანორის“ 0.5%-იანი ხსნარი კაუსტიკური სოდის 0.5%-იან ხსნარში (გოსტი 2263-79), 0.0008% სულფანოლის დამატებით, 0.001% ანტიამქაფველთან შეთავსებით. გამრეცხი ხსნარების კონცენტრაცია ცვლაში ორჯერ უნდა შემოწმდეს.
4. სხვადასხვა მარკის ბოთლების გამრეცხ მანქანებში ბოთლების გარეცხვა უნდა წარმოებდეს ინსტრუქციებთან მკაცრი შესაბამისობით, რომლებიც შემუშავებულია მანქანების განსაზღვრული ტიპისათვის. ბოთლებში წყლის გამოვლება არანაკლებ 1.5 სმ2 (0.15 მპა) წნევის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
5. ბოთლების გამრეცხი მანქანების ტემპერატურული და ტუტე რეჟიმები მანქანების ტიპთან დამოკიდებულებითა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად უნდა დადგინდეს.
6. ბოთლების გამრეცხი მანქანების სამუშაო რეჟიმზე უნდა დაწესდეს სისტემატური ტექნიკური და ლაბორატორიული კონტროლი.
7. გამრეცხი მანქანების გაწმენდა კვირაში არანაკლებ ორჯერ უნდა ჩატარდეს. გასარეცხი ხსნარი უნდა ჩამოიშვას, სარეცხი აბაზანები უნდა გაიწმინდოს ეტიკეტების, მინისა და სხვა ნარჩენებისაგან, ნაგვისაგან. სარეცხი აბაზანების შიდა ზედაპირსა და გამრეცხი მანქანების შიდა კედლებს უნდა წაესვას 2%-იანი ქლორიანი კირი და ერთი საათის შემდეგ ჩამოირეცხოს წყლით. გარეცხილი სარეცხი აბაზანები ახალი გამრეცხი ხსნარით უნდა შეივსოს.
8. ნებადართულია გამრეცხი ხსნარის მეორეული გამოყენება მისი რეგენერაციის შემდეგ. ამისათვის გამოყენებული ხსნარი უნდა დაიწმინდოს, გაიფილტროს და დაემატოს ტუტე საწყის კონცენტრაციამდე.
9. გარეცხილმა ბოთლებმა უნდა გაიაროს შემოწმება სინათლის ეკრანის წინ. არასაკმარისად გარეცხილი ბოთლები ხელახლა უნდა დაბრუნდეს გასარეცხად.
10. მინის ნამსხვრევების შესაგროვებლად საჭიროა სპეციალური ბუნკერის მოწყობა. მისი დაცლა უნდა მოხდეს შევსების მიხედვით.
11. პოლიეთილენტერაფტალატის ბოთლებში ჩამოსხმის პირობები:
ა) ჩამომსხმელ ბლოკზე ან დანადგარზე მიწოდების წინ პოლიეთილენტერაფტალატის ბოთლებს შიგნიდან და გარედან ჭავლით ავლებენ წყალს;
ბ) თუ ბოთლების გამბერი სისტემა განთავსებულია ჩამომსხმელი დანადგარის (ბლოკის) 1 მ მანძილზე დაშორებით და ბოთლები მიეწოდება კონვეირით, ისინი არ ექვემდებარებიან წინასწარ გამოვლებას;
გ) აკრძალულია პოლიეთილენტერაფტალატის (პეტ) განმეორებით გამოყენება უალკოჰოლო სასმელების, ლუდისა და ბურახის ჩამოსასხმელად.