C) გარეცხვის შემდეგ შეივსოს დეზინფექტანტით და დაყოვნდეს არანაკლებ 30 წუთი, შემდეგ გამოევლოს ცხელი (600
C) და ცივი წყალი.

2. სასმელი წყლის შესაგროვებელი ავზი ყოველკვირეულად წყლის უხვი ნაკადის ქვეშ უნდა გაირეცხოს, ხოლო თვეში ერთხელ ჩაუტარდეს დეზინფექცია.

3. ტევადობებს ხილკენკროვანი წვენების შენახვისათვის გათავისუფლების მიხედვით უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

4. ჰაერის ფილტრები თვეში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიწმინდოს და ხელახლა დაიმუხტოს.

5. საპასტერიზაციო-გამაცივებელი დანადგარების, პასტერიზატორების გარეცხვა და დეზინფექცია, დანადგარების აწყობასა და ექსპლოატაციაზე ინსტრუქციის შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

6. დახურული სამაცივრო აპარატები (მილაკოვანი და ფირფიტოვანი) ყოველდღიურად უნდა გაირეცხოს და დამუშავდეს 1%-იანი ტუტის ცხელი (60±1.00
C) ხსნარით 15 წუთის განმავლობაში, შემდგომი თბილი და ცივი წყლით გარეცხვით. დახურული მაცივრების გაწმენდა და დეზინფექცია, მათი მთლიანი დაშლით, თვეში ერთხელ უნდა წარმოებდეს.

7. ღია მაცივრები ყოველდღიურად უნდა დაიფაროს 30 წუთით კირიანი რძის სქელი ფენით, გაიწმინდოს ჯაგრისით და გაირეცხოს წყლით. ხოლო გამანაწილებელი მილაკი – დაიშალოს, გაიწმინდოს ჯაგრისით, ორთქლით დამუშავდეს და წყლით გაირეცხო