2. ჩამოსასხმელი აგრეგატები პროდუქციის ჩამოსხმის წინ და შემდეგ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს ცხელი (600
C) და ცივი წყლით 30 წუთის განმავლობაში.

3. ბოთლების დაცობის, დახუფვის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებს, ხოლო გამოყენებული „კრონენ" და „ხრახნიანი“ საცობები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციისა და სერტიფიკაციის მოთხოვნებს.

4. დაუშვებელია დამფევ-დამხუფავი საშუალებების მწარმოებლისაგან დაზიანებული (დახეული) ტომრებით მიღება. დამფევ-დამხუფავი საშუალებებით სავსე ტომრების გახსნა უნდა განხორციელდეს უშუალოდ მათი გამოყენების წინ, დამხუფავი აპარატის ბუნკერში დამფევ-დამხუფავი საშუალებების ჩატვირთვისას ტარას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშანდება და სხვა მიზნით არ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

5. მზა პროდუქციის შემოწმება აუცილებელია ჩამოსხმის შემდეგ და ეტიკეტების დაწებების წინ მოხდეს. საჭიროა პროდუქციის ხარისხის შერჩევითი შემოწმება ლაბორატორიის მიერ ჩამოსხმისას და ექსპლოატაციაში გაშვებისას.

6. მზა პროდუქციის წუნდებას ახორციელებენ შუქ-ეკრანის საშუალებით. წუნდებაზე დაიშვებიან მუშაკები, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება მხედველობის სიმახვილეზე.

თავი XIV. კასრების რეცხ