2. სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეული ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს. ოთახს, სადაც ამგვარი თეთრეული ინახება, უნდა ჰქონდეს მიღებისა და გაცემის ფანჯარა. დასაშვებია თეთრეულის მომიჯნავე სათავსებში განლაგება, იმ შემთხვევაში, თუ მათ ცალკე, იზოლირებული შესასვლელი ექნებათ. გარდერობებში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირადი და სანიტარიული ტანსაცმლის შენახვა.
3. საყოფაცხოვრებო სათავსებში დალაგება დღეში ორჯერ უნდა ჩატარდეს ცხელი წყლისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
4. პირსაბანთან და საპირფარეშოებში უნდა იყოს საპონი, პირსახოცი და სადეზინფექციო ხსნარი ხელების დასამუშავებლად, ასევე საკიდი ხალათისათვის.
5. სანკვანძები რეგულარულად უნდა მომარაგდეს ტუალეტის ქაღალდით. უნიტაზები, პისუარები შარდმჟავას მარილებისაგან პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ტექნიკური მარილმჟავას ხსნარით. შესასვლელის წინ დაგებულ უნდა იქნეს ქლორიანი კირით გაჟღენთილი ხალიჩა ფეხსაცმლის დეზინფექციისათვის.
6. სანკვანძების დალაგებისა და დეზინფექციისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ინვენტარი (ვედროები, აქანდაზები, ტილოები, ჯაგრისები და ა.შ.) განსხვავებული შეფერილობითა და ნიშანდებით. სანკვანძების დალაგებისათვის ინვენტარი სხვა საყოფაცხოვრებო სათავსების დასალაგებელი ინვენტარისაგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.