ა) კასრები წინასწარ უნდა შემოწმდეს შიდა ზედაპირის დაბალი ძაბვის (12ვ) ელექტრონათურების განათებისას შკრანტების, საცობების და სხვა გარეშე საგნების არსებობისა და გაფისვის მდგომარეობის განსაზღვრის გამოსავლენად.
ბ) გარეშე საგნების მოცილების, გაფისვის მთლიანობის შემოწმებისა და სუნის არქონის შემდეგ კასრები მოცულობის 1/4-ზე უნდა შეივსოს ცხელი წყლით(45-550
C) და გადაეცეს სარეცხი მანქანების მბრუნავ სატკეცს, სადაც მათი გარე ზედაპირი ჯაგრისებით უნდა გაიწმინდოს და გაირეცხოს ცხელი წყლით;
გ) ამის შემდეგ კასრებმა უნდა გაიარონ სამი თანმიმდევრობითი შესხურება არანაკლებ 1.5-20.კგს/სმ2
(0.15-0.2მპა).
2. კასრგამრეცხი ავტომატების თანყოფნისას ყოველი ცვლის ბოლოს ყველა ნაწილი, რომელიც შეხებაში იყო კასრებთან (ჯაგრისები, მომჭერი მექანიზმები, თასმები), უნდა გაირეცხოს წყლის ძლიერი ნაკადით და გამოევლოს ცხელი წყალი. დეზინფექცია უნდა ჩატარდეს საწარმოს საერთო დამუშავების დღეებში.
3. კასრების ხელით გარეცხვა არარეკომენდებულია. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კასრების ხელით რეცხვისას მათი შიდა ზედაპირი უნდა დეზინფიცირდეს ქლორიანი კირის (0.5-10.%) წყლიანი ხსნარით, რის შემდეგაც სამჯერ უნდა გამოევლოს სუფთა წყალი.
4. გაუფისავი კასრების გარეცხვისას, რომლებიც სიროფების ჩამოსასხმელად გამოიყენება, წყლის ტემპერატურა 800
C უნდა იყოს.
5. კასრების გარეცხვის დამთავრების შემდეგ საკონტროლო განმეორებითი შემოწმება უნდა ჩატარდეს.
6. გარეცხილი კასრები უნდა დაიხუროს სუფთა, განივი კვეთის შკრონტებით და ტრანსპორტირდეს რელსებით, კასრებში ჩამოსხმის განყოფილებაში. გარეცხილი კასრების იატაკზე გადაადგილება აკრძალულია. შკონტები კასრების დასაცობად უნდა ინახებოდეს სპეციალურ ტევადობებში ქლორიანი კირის (0.01%-იან) წყლიან ხსნარში.
7. კასრების შიდა ზედაპირი ფისის თანაბარი ფენით უნდა დაიფაროს. ფისმა არ უნდა მისცეს შიგთავს სუნი, გემო და არ უნდა გაიხსნას მასში.
8. საწარმოში შესული ალუმინის კასრები უნდა შემოწმდეს, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს მათი გარეგანი გარეცხვა 60-800
C ცხელი წყლით.
9. ალუმინის უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული, ტიტანის კასრებისა და მათარების ზედაპირი უნდა დამუშავდეს ორთქლით 30 წამის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გამოევლოს არანაკლებ 50
C ცივი წყალი.
10. გარეცხვის შემდეგ ალუმინის უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული, ტიტანის კასრებისა და მათარების შიდა ზედაპირი უნდა გაირეცხოს შპრიცის საშუალებით – ანტისეპტიკით (კეტამინ AB, სულფოქლორიპტინი), შემდეგ გამოევლოს ორჯერ ცხელი და ერთხელ ცივი წყალი.
11. დამუშავებულმა კასრებმა უნდა გაიაროს ტექნიკური კონტროლის განყოფილების შემოწმება, რის შემდეგაც მოხდება მათი პროდუქტით შევსება.