2. სითხეებსა და ფხვიერ ნივთიერებებს იღებენ სტერილურ მინის ჭურჭელში. სინჯის ასაღებად გამოსაყენებელ ჭურჭელსა და იარაღებს ასტერილებენ დანართი 1-ის 1-ლ ცხრილში მოცემული ერთ-ერთი წესით.

3. დაშვებულია ტარის, შეფუთვის გასახსნელი ან სინჯის ასაღები იარაღების დამუშავება სპირტით შემდგომი პლომბირებით.

4. ფხვიერი მასალის სინჯებს იღებენ ლითონის ან ფაიფურის კოვზით, შპატელით, სინჯის ამღებით სხვადასხვა ადგილიდან და სხვადასხვა სიღრმიდან, გამოკვლევის მიზნებიდან გამომდინარე, მათ ათავსებენ ერთ ან ცალ-ცალკე ჭურჭელში. ჭურჭლის ყელს მოწვავენ ცეცხლის ალზე.

5. დიდი მოცულობიდან თხიერ და პასტერიზებული პროდუქტის სინჯებს იღებენ სხვადასხვა სიღრმიდან. თუ იღებენ მხოლოდ ერთ სინჯს, მაშინ მოცულობის შიგთავსს კარგად ურევენ პიპეტით ან ლითონის სინჯის ამღებით. სინჯი გადააქვთ სტერილურ ჭურჭელში, რომლის ყელსაც მოწვავენ ცეცხლის ალზე.

6. ონკანით აღჭურვილი მოცულობებიდან თხიერ სინჯებს იღებენ შემდეგნაირად:

ა) ონკანს რეცხავენ, წმენდენ ეთილის სპირტში დასველებული ტამპონით და მოწვავენ სპირტქურის ალით;

ბ) ასხავენ სითხის ნაწილს (1-დან 10 სმ3-მდე, რეზერვუარის მოცულობასა და ონკანის დიამეტრზე დამოკიდებულების მიხედვით);

გ) ანალიზისათვის საჭირო რაოდენობის სინჯს ათავსებენ სტერილურ ჭურჭელში, რომლის ყელსაც წინასწარ მოწვავენ ცეცხლის ალზე.

7. აღებული სინჯები საანალიზოდ გადააქვთ ლაბორატორიაში. თუ იმ წუთში ანალიზის ჩატარება არ ხერხდება, სინჯებს ათავსებენ მაცივარში 0-დან 50
C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 6 საათისა. სინჯის მასა (მოცულობა) საკმარისი უნდა იყოს განსასაზღვრავი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების კომპლექსის გამოსავლენად.

8. შერჩეული სინჯი განკუთვნილია განზავების მოსამზადებლად ან საკვებ ნიადაგში უშუალოდ ჩასათესად. ანალიზისათვის შეარჩევენ:

ა) არა უმეტეს 1 ცალისა – პროდუქტიდან სამომხმარებლო შეფუთვაში;

ბ) 500 სმ3(გ) – თხიერი, პასტისებური, ფხვიერი პროდუქტებიდან.

9. სინჯების შესარჩევი დაფასოებული ერთეულების გასახსნელი რაოდენობა დამოკიდებულია პარტიის სიდიდეზე და განისაზღვრება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით.

თავი XXV. უალკოჰოლო სასმელების წარმოების მიკრობიოლოგიური კონტრო