ა) სასმელი წყალი, შაქრის ფხვნილი, თხიერი შაქარი, ხილკენკროვანი წვენები, სასმელების კონცენტრატები;
ბ) შაქრის ვაჟინი; საკუპაჟე ვაჟინი;
გ) დასპირტული წვენები და ნაყენები;
დ) ბოთლები, დასახუფი მასალა;
ე) ტექნოლოგიური აღჭურვილობა, კომუნიკაციები, ავტოცისტერნები.
2. უალკოჰოლო სასმელების საწარმოს მიკრობიოლოგიური კონტროლი ხორციელდება სქემის მიხედვით (დანართი 1-ის ცხრილი №3), წარმოების მონაკვეთებზე სინჯების აღებითა და მაჩვენებლების განსაზღვრით.
3. ნედლეულში, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციაში მიკროორგანიზმების მოთესვიანობის განსასაზღვრავად იყენებენ დათესვის ორ მეთოდს:
ა) გამოსაკვლევი მასალის საკვებ ნიადაგებში უშუალოდ ჩათესვის მეთოდი: ზედაპირული (0.1 სმ3
) ან სიღრმივი (1.0 სმ3
);
ბ) მემბრანული ფილტრაციის მეთოდი, რომელიც დიდი მოცულობის საკვლევი მასალიდან მემბრანაზე მიკროორგანიზმების კონცენტრაციის საშუალებას იძლევა, მიკროორგანიზმების ინკუბირებისათვის ფილტრის შემდგომი გადატანით საკვები ნიადაგის ზედაპირზე.
4. მემბრანული ფილტრების მეთოდს იყენებენ დაბალი მოთესვიანობის სინჯების ანალიზისას (სასმელი წყალი, სასმელების კონცენტრატები, მზა სასმელები კონსერვანტებით და ა.შ.).
5. მაღალი მოთესვიანობის სინჯების ანალიზისას (კუპაჟული ვაჟინი, სასმელები უკონსერვანტოდ), აგრეთვე მემბრანული ფილტრების უქონლობისას იყენებენ უშუალოდ საკვებ ნიადაგებში ჩათესვის მეთოდს.
6. ანალიზის შედეგების აღრიცხვისას აუცილებელია მითითებულ იქნეს დათესვის მეთოდ