1. რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტის ზედაპირიდან მოშორება სადეზაქტივაციო ხსნარებით, წყლითა და გამხსნელებით, ჯაგრისების ერთდროული გამოყენებით მეტად ეფექტურია და იგი საშუალებას იძლევა 50-80-ჯერ შემცირდეს დაბინძურება.

2. რადიოაქტიური ნივთიერების მოშორება ხდება ბრანდსპოიტის ჯაგრისის მეშვეობით ერთდროულად ტრანსპორტის ზედაპირზე მოწოდებული სადეზაქტივაციო ხსნარის, წყლის ან გამხსნელის საშუალებით.

3. დამუშავება იწყება ობიექტის ზემო ნაწილებიდან და თანდათან გადადის ქვემო ნაწილებზე.

4. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დამუშავდეს ჰორიზონტალური და დახრილი ზედაპირები, კიდეები, ნაპრალები, აგრეთვე ის ადგილები, რომლებთანაც კონტაქტი აქვთ ტრანსპორტის მომსახურე პერსონალსა და მგზავრებს.

5. სადეზაქტივაციო ხსნარი დასამუშავებელ ზედაპირს შეიძლება მიეწოდოს:

ა) ჰაერ-ემულსიური მეთოდით. ხსნარი მიეწოდება მისი ჰაერთან ეჟექციით (НДК- 1);

ბ) ხსნარის გაფრქვევით შეკუმშული ჰაერის წნევის მეშვეობით ან საქაჩავებით (РДП-4Б;ДК-1; ДК-2; ДК-3; АПС-12У(Д); АДМ-48Д; ДКБ; АДДК