1. დეზაქტივაციისათვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

ა) რადიოაქტიური ნივთიერებების ჩამორეცხვა სადეზაქტივაციო ხსნარებით, წყლით, გამხსნელებით, დაბინძურებული ზედაპირების ერთდროული დამუშავებით, სადეზაქტივაციო მანქანების, კომპლექტების, მოწყობილობების ჯაგრისებით;

ბ) რადიოაქტიური ნივთიერებების ჩამორეცხვა წნევის ქვეშ მყოფი წყლის ჭავლით;

გ) დაბინძურებული ზედაპირების ჩამოწმენდა სადეზაქტივაციო ხსნარში, გამხსნელებში, წყალში დასველებული ძენძის ტამპონებით;

დ) რადიოაქტიური მტვრის ჩამობერტყვა ცოცხებით, ჯაგრისებით, ძენძითა და სხვა საშუალებებით;

ე) რადიოაქტიური მტვრის მოცილება მტვერსასრუტით.

2. ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია სადეზაქტივაციოდ განკუთვნილი ტრანსპორტის სახეობაზე, მის გაბარიტებზე, დაბინძურების ხარისხზე, ხელთ არსებულ ტექნიკურ საშუალებებზე, წელიწადის დროზე.

3. დეზაქტივაციის დაწყებამდე საჭიროა ტრანსპორტის ზედაპირიდან ჩამოიფხიკოს ტალახი და შესქელებული საპოხი ნივთიერებ